ფარშისგან მომზადებული ღვეზელების რეცეპტი ზარმაცებისთვის

1459

ყოველგვარი შესავალის გარეშე, წარმოგიდგენთ უჩვეულო და უგემრიელესი კერძის რეცეპტს. ამ მეთოდით მომზადებული ფარშის ღვეზელები საოცრად გემრიელია.ღვეზელების შიგთავსს ფარში წარმოადგენს. ინგრედიენტში მითითებულია ძროხის ხორცის ფარში, თუმცა, თქვენ სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ფარში. ღორის ხორცის ფარშით ღვეზელები გაცილებით წვნიანი გამოვა, ხოლო ქათმის ან ინდაურის ფარშით-უფრო რბილი. ეს ცხელი კერძი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, რადგან მას არ სჭირდება ცომის მოზელა.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ძროხის ხორცი
  • 1 ც ხახვი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • 180 გრ ხორბლის ფქვილი
  • 3 ც კვერცხი
  • 250 მლ რძე
  • მარილი გემოვნებით
  • 150 გრ მაგარი ყველი

მომზადების წესი

  1. გაარჩიეთ ხახვი, გახეხეთ და დაუმატეთ ფარშს. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, მარილი და პილპილი გემოვნებით. კარგად აურიეთ ინგრედიენტები, შემდგომ ფარში გააბრტყელეთ თასის ფსკერზე.
  2. პერგამენტის ქაღალდზე გააბრტყელეთ ფარში ისე, რომსისქით 0,5 სმ იყოს. მოაყარეთ ზემოდან დახეხილი ყველი და გაახვიეთ ფარში რულეტივით. შეინახეთ რულეტი საყინულეში 1-2 საათით.
  3. შეურიეთ ერთმანეთს 2 ც კვერცხი, რძე, მარილი და პილპილი ერთმანეთს, დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ.
  4. გამოდგით რულეტი საყინულედან და დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ თხევად ცომში და შეწვით თავდახურულ ტაფაზე. მზა ღვეზელები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი.

გემრიელად მიირთვით.