ფარშირებული კვერცხის რეცეპტი: ლამაზი და გემრიელი წასახემსი სადღესასწაულო სუფრის დასამშვენებლად

1710

იმისთვის, რომ სუფრა უჩვეულო კერძებით გააფორმოთ და სტუმრები გააოცოთ, არ არის აუცილებელი ამ საქმეში გაწაფული იყოთ. უბრალოდ მოიმარჯვეთ მარტივი პროდუქტები, დაუმატეთ ცოტაოდენი ფანტაზია და მიიღებთ შესანიშნავ წასახემსს, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტთ. სამზარეულო – ეს გახლავთ ადგილი, სადაც გასაოცარი იდეები იბადება. და ჩვენ არ შეგვიძლია, რომ არ გაგიზიაროთ ისინი.

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ორიგინალური წასახემსები კვერცხისგან.

რა შეიძლება მოვამზადოთ კვერცხისგან

ინგრედიენტები

  • 6 ც კვერცხი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • ახალი მწვანილი
  • 1 ქილა ზეთისხილი

მომადების წესი

1. მოხარშეთ კვერცხი და გააცივეთ.

2. მოაშორეთ კვერცხს ნაჭუჭი და თითოეული შუაზე გაჭერით. კვერცხის გული ცალკე ჭურჭელში გადაიტანეთ.

3. წვრილად დაჭერით მწვანილი. ახალი მწვანილის ნაცვლად შეგიძლიათ სანელებლები გამოიყენოთ.

4. კვერცხის გული ჩანგლით დაჭყლიტეთ, დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი, მწვანილი და მაიონეზი. კარგად მოურიეთ ან დააბლენდერეთ.

5. მიღებული მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში. მოხარშული კვერცხის ცილები თეფშზე დაალაგეთ და სიცარიელე მაიონეზისა და კვერცხის გულის ნაზავით ამოავსეთ ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული. თეფშის ცენტრში კი ზეთისხილი დაალაგეთ. შეინახეთ წასახემსი მაცივარში ერთი საათით.

ამ რეცეპტში განსაკუთრებული არაფერია, სამაგიეროდ, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ამ წასახემსს ყოველ დღესასწაულზე ვამზადებ, სტუმრებს იგი ძალიან უყვართ. შეგიძლიათ მიირთვათ არა მხოლოდ ზეთისხილთან ერთად, არამედ თქვენთვის სასურველ პროდუქტთან ერთადაც. მათ ნაცვლად შეგიძლიათ თეფშზე დაჭრილი ბულგარული პილპილი მოათავსოთ.

ამ წასახემსის უპირატესობა ის გახლავთ, რომ მის მოსამზადებლად მხოლოდ 10-15 წუთია საჭირო, სამაგიეროდ, სუფრაზე ძალიან ლამაზად გამოიყურება.