ფარშირებული გოგრა – კერძი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

2502

გოგრის მოყვარულებმა ამ რეცეპტით მომზადებული გოგრა აუცილებლად უნდა დააგემოვნონ. ეს არის კერძი, რომელიც ნამდვილად დაიპყრობს თქვენს გულს.

ინგრედიენტები: 

  • 4.5-5.5 კგ გოგრა
  • 500 გ ძროხის ხორცის რბილობი
  • 1 კგ კარტოფილი
  • 500 გრ ქამა სოკო
  • 3 თავი ხახვი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 225 გრ ყველი
  • 50-80 მლ ზეთი
  • 1.5-2 ს.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. პილპილი

მომზადების წესი: 

  1. გოგრას მოვაჭრათ ზედა ნაწილი (ისე, რომ ჩაეტიოს დიდი კოვზი) და გავასუფთაოთ თესლისგან. ხახვი დავჭრათ კუბიკებად. სოკო გავჭრათ ოთხ ნაწილად. კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად.
  2. ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად, დავაწყოთ წინასწარ ტაფაზე გაცხელებულ ზეთში, ხშირად ვურიოთ და შევწვათ  მაღალ ცეცხლზე შეწითლებამდე. ხორცი გადავიტანოთ ცალკე თასში. იმავე ცხიმში შევწვათ ხახვი, დავუმატოთ სოკო, გავაგრძელოთ შეწვა მაღალ ცეცხლზე (ხშირად ვურიოთ) სითხის აორთქლებამდე და გადავიტანოთ თასში.
  3. გასუფთავებული გოგრის ძირზე დავაწყოთ შემწვარი ხორცის ნახევარი, ზემოდან კარტოფილის, ხახვისა და სოკოს ნაწილი. გავიმეოროთ ფენები იმავე თანმიმდევრობით. შემდეგ მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ჩავასხათ მდუღარე წყალი (ავსებამდე 3 სანტიმეტრით ქვემოთ), დავუმატოთ არაჟანი, დავახუროთ თავი და დავდოთ ტაფაზე.
  4. ღუმელი გავაცხელოთ 220 გრადუსზე, შევდგათ ტაფა გოგრით და შევწვათ კარტოფილის მომზადებამდე. შემდეგ დავუმატოთ გახეხილი ყველი და გავაგრძელოთ შეწვა მანამ, სანამ გოგრა არ გახდება ოქროსფერი შეფერილობის. მაგიდასთან მიტანამდე გოგრა გავაჩეროთ 1 საათით.