ფარშირებული ბადრიჯანი

860

ბადრიჯანი ძალიან მიყვარს, ამიტომაც მისგან ბევრ მრავალფეროვან კერძს ვამზადებ.

დღეს ერთერთი ჩემი ფავორიტი კერძ უნდა გაგიზიაროთ!

ინგრედიენტები

  • 2-3 ბადრიჯანი
  • 300გ ფარში
  • 1 ხახვი
  • 3-4 სუფრის კოვზი არაჟანი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გარეცხეთ ბადრიჯანი და გაჭერით შუაზე. ორივე მხრიდან მოულაგეთ ფანქრები და ჩაჭერით.

2.ბადრიჯანი მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი 20 წუთი.

3.მზა ფარშს დაუმატეთ ხახვი, მარილი და კარგად მოურიეთ.

4.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. ბადრიჯანი ამოიღეთ წყლიდან, თითოეული ჩაჭრილი ზოლი ამოავსეთ შიგთავსით. ბოსტნეული მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე.

5.არაჟანს დაუმატეთ მარილი და მოასხით კერძს სოუსი.

6.გამოაცხეთ 35 წუთი 200 გრადუსზე.

7.გემრიელად მიირთვით!