უძველესი სლავური დესერტი – დარიჩინისკრემიანი რომის “ბაბა”

1799

სიტყვა “ბაბა” ბევრ სლავურ ენაში ბებიას ან ასაკოვან ქალს აღნიშნავს. ბაბა ძალიან ძველი დესერტია. ვარაუდობენ, რომ მისი რეცეპტი ევროპაში ჯერ კიდევ ქრისტიანობის შემოსვლამდე გამოიგონეს. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ეს ნამცხვარი გაზაფხულის დადგომის აღსანიშნავად გამართულ წარმართულ დღესასწაულებზე მზადდებოდა.

ინგრედიენტები:

ბაბა:

  • 2 სუფრის კოვზი თბილი რძე
  • 1/2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 1 ½ ჩაის კოვზი შაქარი
  • 1/2 ფინჯანი ფქვილი; დამატებით – 1 ½ ჩაის კოვზი
  • 1 დიდი კვერცხი
  • 1/4 ფინჯანი (60 გ ) კარაქი, დარბილებული
  • 2 სუფრის კოვზი ქიშმიში

დარიჩინის კრემი:

  • 3/4 ფინჯანი (200 მლ) ცხიმიანი ნაღები
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი

რომის ვაჟინი:

  • 1/2 ფინჯანი (100 გ) შაქარი
  • 3/4 ფინჯანი (180 მლ) წყალი
  • 2 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი
  • 1/3 ფინჯანი (90 მლ) რომი

4 ულუფა

მომზადება: 45 წუთი + 2 საათი და 45 წუთი ასაფუებლად

ცხობა: 12-15 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ბაბა: პატარა ჯამში შეურიეთ 1 სუფრის კოვზი რძე, მწიკვი შაქარი და საფუარი. დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად, 5 წუთი.
  2. საფუვრის ნაზავს დაუმატეთ 1 ½ ჩაი კოვზი ფქვილი, თავზე დააფარეთ და 45-60 წუთი თბილ ადგილას დადგით, სანამ არ გაორმაგდება.
  3. საფუვრიანი მასა გადაიტანეთ მიქსერში, დაუმატეთ კვერცხი, 1 ½ ჩაის კოვზი შაქარი, მორჩენილი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი რძე და ცომის საზელით მოზილეთ. დაუმატეთ კარაქი და გააგრძელეთ ზელა, სანამ კარგად არ გაზავდება.
  4. განიერ თასს გადაუსვით ცხიმი. ცომი დააგუნდავეთ და თასში მოათავსეთ. დააფარეთ სუფთა ჩაის ტილო და 45-60 წუთით დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად.
  5. ბაბას საცხობ ოთხ ყალიბს გადაუსვით კარაქი. დაუმატეთ ცომს ქიშმიში და 2-3 წუთი ზილეთ, რომ კარგად შეერიოს. გაყავით ოთხად და მოათავსეთ მომზადებულ ყალიბებში, აავსეთ ყალიბის მხოლოდ ერთი მესამედი.
  6. გადააფარეთ სუფთა ჩაის ტილო და თბილ ადგილას დადეთ 30-35 წუთი. გააცხელეთ აირღუმელი 220 ℃ – ზე.
  7. აცხვეთ 12-15 წუთი, სანამ გაყავისფრდება. ნამცხვარი ყალიბებიდან ამოიღეთ და ლანგარზე გადაიტანეთ, მაღალი სიჩქარით გამყარებამდე. დაუმატეთ შაქრის პუდრი და დარიჩინი.
  8. რომის ვაჟინი: პატარა ქვაბში შეურიეთ შაქარი, წყალი და ფორთოხლის წვენი. ადუღეთ, სანამ შაქარი არ გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ რომი.
  9. ბაბები სათითაოდ, 10 წამით ჩაუშვით რომის თბილ ვაჟინში, გაჟღინთეთ და დააბრუნეთ ლანგარზე.
  10. ბაბები ცალ-ცალკე თეფშებზე მოათავსეთ. მოასხით მორჩენილი ვაჟინი და გვერდით დაუდეთ თითო კოვზი დარიჩინის კრემი.