უჩვეულო ვაშლის ღვეზელი მდნარი ყველითა და ყავისფერი შაქრით

929

თქვენთვის ცნობილ და კლასიკურ შარლოტასა და ვაშლის ღვეზელის რეცეპტებს შემატეთ კიდევ ერთი ახალი რეცეპტი, სახელად “ვაშლის ღვეზელი ბრიტანული კოლუმბიიდან”.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ წვნიანი, ფაფუკი, მსუბუქი და ზომიერად ტკბილი ვაშლის ღვეზელი განსხვავებული და არაბანალური რეცეპტით.

ვაშლის ღვეზელის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 150 გრ ფქვილი
  • 4 ც კვერცხი
  • 100 გრ ყავისფერი შაქარი
  • 1 მდნარი ყველი
  • 3 ც ვაშლი
  • 1/2 ჩ.კ. ცომის გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. მიქსერით ათქვიფეთ ცივი კვერცხი შაქართან ერთად, სქელ, ქაფისებრ კონსისტენციამდე.

2. რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ ათქვიფეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა 4-5-ჯერ, სანამ მასის მოცულობა შესამჩნევად არ მოიმატებს.

3. გახეხეთ მდნარი ყველი. შეარჩიეთ გაცილებით მდგრადი, რათა გახეხვის დროს ხელებზე არ მოგეკროთ. სასურველია ყველი იყოს ნატურალური, მცენარეული ზეთის გარეშე. იგი ღვეზელს განსხვავებულ გემოს მისცემს.

4. გათალეთ ვაშლი, გამოაცალეთ შიგთავსი და დაჭერით კუბებად ან ლებნებად.

5. შაქრისა და კვერცხის ნაზავს თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, შემდეგ კი მდნარი ყველი და ვაშლი.

6. საცხობი ფორმის ფსკერზე მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი. წაუსვით მცენარეული ზეთი. შემდეგ ფორმაში ჩაასხით თხელი ცომი. გამოაცხვეთ ღვეზელი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 40 წუთის შემდეგ გემრიელი და განსხვავებული ღვეზელი მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!