უსაფუარო ცომის ღვეზელები მადისაღმძვრელი საგაზაფხულო შიგთავსით

2138

ღუმელში გამომცხვარი ღვეზელები ტაფაზე შემწვარზე ბევრად გემრიელია. თუმცა, ბევრი დიასახლისი არიდებს თავს მომზადების ასეთ წესს, რადგან ამას მეტი დრო სჭირდება. “გასტრონომია” ამ მითს გააქარწყლებს და შემოგთავაზებთ მარტივ და სწრაფ რეცეპტს.

ვინაიდან, ცომი უსაფუაროა, არ მოგიწევთ ლოდინი, როდის ამოვა. შიგთავსის სახით გთავაზობთ ხაჭოს, კვერცხსა და მწვანილს. გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიაცია გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 200 მლ კეფირი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 100 გრ ხაჭო
  • 30 გრ მწვანილი
  • 30 გრ მწვანე ხახვი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 კვერცხის გული

მომზადება

  1. დაუმატეთ კეფირს სოდა, შემდეგ 2 კვერცხი, 0,25 ჩ.კ. მარილი, ათქვიფეთ ჩანგლით. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  2. დაჭერით ერთი მოხარშული კვერცხი წვრილად. ხაჭო დაჭყლიტეთ ჩანგლით. დაჭერით მწვანილი და მწვანე ხახვი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაუმატეთ მარილი.
  3. დაყავით ცომი პატარა ნაწილებად, გააბრტყელეთ სათითაოდ, ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი და შეუკარით პირი. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ ნაწარმი, წაუსვით კვერცხის გული.
  4. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

მზა ღვეზელი მიირთვით ძირითად კერძებთან ან ჩაისთან. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!