უკრაინული კერძი, რომელიც თქვენს რაციონში პიცას ჩაანაცვლებს

1165

უკრაინული რულეტები ყველით, ნამდვილად საოცრებაა! განსაკუთრებით ეს კერძი ბავშვებს ძალიან უყვართ, რადგან ის ძალიან გავს პიცას.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 130მლ ოთახის ტემპერატურის რძე
  • 15გ საფუარი
  • 300-350გ ფქვილი
  • 100გ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 50-100გ ყველი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 150გ ძეხვი
  • მწვანილი

მომზადება

1.რძით, კარაქით, მარილით, საფუარით და ფქვილით მოზილეთ ცომი.

2.ცომი შეფუთეთ პაკეტში და დაასვენეთ 20 წუთი.

3.გააბრტყელეთ ცომი, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ მწვანილი და ყველი. დაუმატეთ ნიორი და ძეხვი.

4.დაახვიეთ რულეტისებურად.

5.დაჭერით.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!