უკვე 15 წელია აღარ ვყიდულობ დაკონსერვებულ თევზს, მას მე თვითონ ვამზადებ. უგემრიელესი რეცეპტი!

1260

ამ რეცეპტის მეშვეობით, თქვენ სახლში შეძლებთ დაკონსერვებული თევზის მომზადებას. ამისათვის დაგვჭირდება მოივა ან კილკა. ახლა თვქენ დარწმუნებულები იქნებით, რომ სახლში მომზადებული თევზი მაღაზიაში ნაყიდისგან განსხვავებით არანაერ ზიანს არ მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას.

ინგრედიენტები

  • 1კგ კილკა ან მოივა
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 ჭიქა შავი ჩაის ნაყენი
  • ხახვის ქერქი
  • 5-6 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 6 მარცვალი წიწაკა
  • ნახევარი ჭიქა მცენარეული ზეთი
  • ბულიონის კუბიკი

მომზადება

  1. ოირველ რიგში მოხარშეთ ჩაი, სანამ ცხელია დაუმატეთ შაქარი, მარილი და მოურიეთ.
  2. გაასუფთავეთ თევზი: გამოშიგნეთ, მოაშორეთ ფარლები და გარეცხეთ.
  3. ქვაბის ძირზე მოათავსეთ ხახვის ქერქის ნახევრი, ზემოდან თევზი, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა ელაგოს.
  4. მოასხით ზეთი, ჩაი, მოაყარეთ ბულიონის კუბიკი და ხახვის ქერქი. არ გადავიწყდეთ დაფნის და წიწაკის მარცვლების დამატება.
  5. მოატავსეთ ცეცხლზე და როცა მასა წამოდუღდება, დაბალ ცეცხლზე თუშეტ 1,5 საათი. შეგიძლიათ მოამზადოთ ღუმელშიც (დრო – 2 საათი).
  6. მზა თევზი გადმოიტანეთ თეფშზე.
  7. მზადების პროცესში თევზს არ შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფაფად იქცევა.

გემრიელად მიირთვით!