უზბეკი ბებიის საიდუმლო რეცეპტი: იდეალური ფლავის მომზადების წესი

3189

უზბეკებს აქვთ გამონათქვამი: „თუ კი სიკვდილი მოგვიწევს, დაე ფლავისგან მოვკვდეთ“. მათი გაგება შეიძლება, რადგან სწორად მომზადებული ცხვრის ხორცის ფლავი მართლაც არაამქვეყნიური ნეტარებაა.

ამ კერძს უძველესი პერიოდიდან ამზადებენ. ახლანდელი იერსახით კი ის XVII საუკუნეში გაჩნდა. ფლავის უამრავი სახეობა არსებობს, მას საქონლის, ფრინველის, თევზის ხორცისგან, ბოსტნეულისგან და ტკბილეულობისგანაც ამზადებენ.

„გასტრონომიამ“ თქვენთვის ნამდვილი უზბეკური ფლავის რეცეპტი მოამზადა.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ცხვრის ხორცი
  •  1 კგ ბრინჯი
  • 1 კგ სტაფილო
  • 4 ც ხახვი
  • 300 მლ ზეთი
  • 2 ც ნიორი
  • 2 ც წითელი წიწაკა
  • 1 ს.კ. ძირა
  • 1 ჩ.კ. ქონდარი
  • 1 ს.კ. ბარბარისი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. კარგად გარეცხეთ ბრინჯი ისე, რომ ბოლოს წყალი კამკამა დარჩეს.
  2. ნიორს ქერქის პირველი ფენა მოაცალეთ და არ განაცალკევოთ კბილებად.
  3. დაჭერით 3 ხახვი ნახევარრგოლებად, გახეხეთ სტაფილო ან დაჭერით სიგრძეზე წვრილად.
  4. სქელ ქვაბში აადუღეთ ზეთი, ჩააგდეთ გაუფცქვნელი 1 ხახვი. ამოიღეთ, როცა გაშავდება.
  5. მოთუშეთ ზეთში დაჭრილი ხახვი.
  6. დაჭერით საშუალო ზომის კუბებად ცხვრის ხორცი. დაამატეთ ხახვში და კარგად შეწვით.
  7. დაამატეთ სტაფილო, არ მოურიოთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოურიეთ და კიდევ 10 წუთი ამზადეთ. ჩაასხით მდუღარე ისე, რომ ინგრედიენტები 1 სმ-ით დაფაროს.
  8. დაამატეთ ცხარე წითელი წიწაკა, დაუკელით ცეცხლს და მოთუშეთ 1 საათის განმავლობაში.
  9. შეურიეთ ძირა, ქონდარი, ბარბარისი და დაუმატეთ ხორცს. დაუმატეთ მარილი, დაუკელით ცეცხლს და მოამზადეთ, სანამ სტაფილო არ დარბილდება.
  10. კვლავ გარეცხეთ ბრინჯი და მოათავსეთ ხორცზე, ჩადევით ნივრის თავევბი. წყლის დონე მოცულობაზე 3 სმ-ის სიმაღლეზე უნდა იყოს.
  11. როდესაც ბრინჯი სრულად შეიწოვს წყალს, კარგად ჩადევით სიღრმეში ნიორი. ფლავში რამდენიმე ნაჩხვლეტი გააკეთეთ.
  12. დააფარეთ თავსახური, ცეცხლი მინიმუმამდე დაიყვანეთ და კიდევ 30 წუთ მოთუშეთ.

ფლავის მომზადების პროცესში ინსტრუქციას სწორად უნდა მიჰყვეთ, რათა უზადო კერძი გამოვიდეს. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!