უგემრიელესი ხაჭოს ფუნთუშები 15 წუთში. რეცეპტი ზარმაცებისთვის, რომლებსაც გემრიელად ჭამა უყვართ

2161

თუ ზედმეტი ხაჭო მოგრჩათ, შეგიძლიათ მისგან მოამზადოთ უგემრიელესი ფუნთუშები. ასეთი ცომეული ბევრს უყვარს. ჯერ ერთი, ჰაეროვანია, მეორეც – ძალიან სწრაფად მზადდება.

ცომის კომპონენტების შერევისას, მიიღებთ 10-12 მადისაღმძვრელ ფუნთუშას, რომლებითაც ოჯახის წევრებს ასიამოვნებთ.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ხაჭო
  • 250 გრ ფქვილი
  • 2 ს.კ. რძე
  • 2 კვერცხი
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 12 გრ გამაფხვიერებელი
  • 2 გრ ვანილი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი და მარილი. დაუმატეთ ხაჭო.
  2. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ რბილი ცომი. ხელებზე ოდნავ უნდა გეკრობოდეთ.
  3. დააფინეთ საცხობ ფორმას პერგამენტი. წაუსვით კარაქი.
  4. დაისველეთ ხელები. დაყავით ცომი ნაწილებად და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 12 წუთის განმავლობაში.
  5. წაუსვით რძე, მოაყარეთ შაქარი და კიდევ 5 წუთით შედგით ღუმელში.

ფუნთუშებს მობრაწული ქერქი გაუჩნდება. მიირთვით ფუნთუშები კენკრის სიროფთან და დარიჩინთან. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!