უგემრიელესი შოკოლადის ტორტის რეცეპტი

1403

როდესაც მაცივარი ცარიელია და ძალიან გინდათ ჩაისთან რაიმე გემრიელი მიირთვათ, სწორედ ეს რეცეპტი გიშველით, რადგან იგი უმარტივესი ინგრედიენტებით მზადდება და არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა.

3 წუთში მოამზადებთ ცომს და სანამ ჩაის მოადუღებთ, ტორტი ღუმელში უკვე გამომცხვარი იქნება. ზემოდან კი ნებისმიერი მურაბის, ჯემის, შედედებული რძის ან შოკოლადის წასმა შეგიძლიათ. მოკლედ, ამაზე მარტივ და გემრიელ დესერტს ვერსად იპოვით.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ს.კ. კაკაო

მომზადების წესი

1. შეურიეთ ერთანეთს კეფირი და სოდა. ფქვილი, შაქარი და კაკაო შერიეთ ერთმანეთს ცალკე თასში, შემდეგ კი კეფირი დაუმატეთ.

2. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიტანეთ მასზე ცომი.

3. მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 20-25 წუთით.

შეგიძლიათ მზა ბისკვიტს ზემოდან მინანქარი მოასხათ, ან ნებისმიერ კენკრასთან, ხილთან და სხვა სასურველ პროდუქტთან ერთად მიირთვათ. შეგიძლიათ გამოცხობისთანავე დააგემოვნოთ ტორტი, მაგრამ უმჯობესია რამდენიმე საათი გააჩეროთ. გემრიელად მიირთვით!