უგემრიელესი შემწვარი თინუსი – ომეგა 3-ის წყარო

1862

ახალი თინუსი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების – ომეგა 3-ის წყაროა. ამასთან მდიდარია ცილით, თიამინით, ნიაცინით, ვიტამინით B5 და სელენით.

გასტრონომია მისგან არაჩვეულებრივი კერძის მომზადებას გასწავლით.

ინგრედიენტები: 

  • 200 გ თინუსი
  • 60 მლ სოიის რუხი საწებელი
  • 1 ჩ.კ. ნედლი კოჭა
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 წითელი მწარე წიწაკა
  • 2 ს.კ. სოიის ღია საწებელი
  • 50 გ ქორფა ქინძი
  • 2 ლაიმის წვენი
  • 250 გრამი ბრინჯის ატრია
  • 1 კონა პიტნა

მომზადების წესი: 

  1. თინუსის 2,5 სმ-იანი ნაჭრები ჯამში მოათავსეთ. სოიის რუხი საწებელი, წვრილად  გახეხილი კოჭა და წვრილად დაჭრილი ნიორი  მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ და თინუსს მოასხით.
  2. წვრილად დაჭრილი წიწაკა, სოიის ღია საწებელი, დაჭრილი ქინძის ღეროები და ლაიმის წვენი  პატარა ჯამში კარგად აურიეთ.
  3. ატრია ჯამში მოათავსეთ, მდუღარე წყლი დაასხით გააჩერეთ, ვიდრე დარბილდება. გადაწურეთ. ცივ წყალში გაავლეთ. ისევ გადაწურეთ.
  4. გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, მოაყარეთ ქინძისა და პიტნის ფოთლები.
  5. გრილის ტაფა მაღალ ცეცხლზე გააცხელეთ. თინუსი მარინადიდან ამოიღეთ და ორივე მხრიდან შეწვით. თხელ ნაჭრებად დაჭერით.
  6. ატრია ოთხ თეფშზე გაანაწილეთ. თინუსის ნაჭრები დაადეთ, საწებელი მოასხით და სუფრაზე მიიტანეთ.