უგემრიელესი ქათმის ღვეზელის უმარტივესი რეცეპტი

2432

დღეს გასტრონომია გთავაზობთ რბილი, ფუფულა და გემრიელი ქათმის ღვეზელის რეცეპტს. გულსართს შეგვიძლია დავუმატოთ გახეხილი ყველი, მოხარშული და დაჭრილი ისპანახი, სხვადასხვა მწვანილი და სანელებელი.

ინგრედიენტები:

ცომი

  • 0,5 ჭიქა მაიონეზი
  • 7 სავსე ს.კ. ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • მწიკვი მარილი

გულსართი 

  • 200 გ ქათმის ფილე
  • 300 გ კარტოფილი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1.  ქათმის ხორცი 5 წუთის განმავლობაში ვადუღოთ და გადავწუროთ.
  2. კარტოფილი გაფცქვენით, მარილიან წყალში 10 წუთი ვადუღოთ და გადავწუროთ.
  3. ქათმის ხორცი და კარტოფილი პატარა ზომის კუბებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი.
  4. კვერცხი და მარილი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მაიონეზი, წყალი და ფქვილი. უნდა მივიღოთ არაჟნის სისქის მასის ცომი.
  5. ფორმას წავუსვათ კარაქი და ცომის ნახევარი ჩავასხათ. ზედ გადავანაწილოთ გულსართი და კვლავ ცომი დავასხათ. ზემოდან ლამაზად მოვასწროთ.
  6. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში.