უგემრიელესი ტორტი ქოქოსით

1199

სახლში მომზადებული ტორტი, რომელიც არ საჭრიროებს გამოცხობას, ჩემი ერთერთი სისუსტეა. თუ მსგავსი ტორტის შემადგენლობაში ჟელეც შედის, მაშინ მე ვერ გავუძლებ ცდუნებას და მას აუცილებლად დავაგემოვნებ.

ტორტი ქოქოსით

ჟელეს ტორტები არაერთხელ გამოჩენილა ჩვენს საიტზე და დამერწმუნეთ ყოველთვის ყველას ძალიან მოსწონს. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ეს დესერტი მართლაც საოცარია. მომზადების მარტივი წესი და ინგრედიენტები ხდის მას ასეთ ხელმისაწვდომს.

კერძების მომზადება ძალიან ბევრს ეხერხება, მაგრამ ცხობა კულინარიის ერთერთი ურთულესი ხაზია. არ შეგეშინდეთ და თამამად მოამზადეთ ეს ტორტი, რომელიც დარწმუნებული ვარ აუცილებლად გამოგივათ.

თეთრი ტორტი ქოქოსის მინანრით ძალიან მოსწონთ ბავშვებს და მასზე უარს არც დიდები ამბობენ. ის მართლაც საოცრად გემრიელია.

ინგრედიენტები

  • 2 შეკვრა ლიმონის ჟელე
  • 550გ ხაჭო
  • 250გ არაჟანი
  • 120გ ორცხობილა
  • 50გ კარაქი
  • 10გ ვანლი
  • 50გ შაქარი
  • 60გ გახეხილი ქოქოსი

მომზადება

1.ჟელეს დაასხით ცხელი წყალი.

2.სანამ ჟელე გრილდება მოამზადეთ ხაჭო. ის აუცილებლად უნდა ათქვიფოთ ბლენდერში, დაუმატეთ არაჟანი, შაქრის ფხვნილი და ვანილი.

3.ხაჭო ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე და ამავდროულად ნელ-ნელა ჩაასხით ჟელე.

4.გახეხილი ქოქოსი მოხალეთ ტაფაზე ცოტაოდენ ზეთსა და შაქართან ერთად.

5.ამ რეცეპტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ორცხობილა. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ სამზარეულოს პაკეტით და მასზე მოათავსეთ ორცხობილა.

6.ორცხობილას მოასხით ხაჭოს მასა და მოაყარეთ ქოქოსი.

ტორტი მაცივარში მოათავსეთ 11 საათი. გემრიელად მიირთვით!

თუ თქვენ წონაზე ნერვიულობთ, არაფერია სანერვიულო, შეგიძლიათ თამამად მიირთვათ ეს დესერტი.