უგემრიელესი ტორტი ნიგვზით და შედედებული რძით

1521

თუ გარეთ ცივა და უხასიათოდ ვარ, აუცილებლად ვამზადებ ტორტს “5კოვზი”. საკმარისია ერთი ნაჭერი შეჭამოთ და თქვენი განწყობა უმალვე დაიწყებს ამაღლებას. შეგიძლიათ მოამზადეოთ და ამაში თავადვე დარწმუნდეთ.

დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებტ ამ ტორტის მომზადების უმარტივეს მეთოდს.

ტორტი შედედებული რძით

ინგრედიენტები

  • 5 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 5 სუფრის კოვზი მშრალი რძე
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი გმაფხვიერებელი
  • 150-200გ ნიგოზი
  • 1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
  • 200გ კარაქი
  • 600გ ფხვიერი ორცხობილა
  • 100მლ რძე
  • 30მლ კონიაკი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი და მარილი. დაუმატეთ შაქარი, გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და მშრალი რძე. მიქსერით ათქვიფეთ ინგრედიენტები.

2.მართხკუთხედი ფირფიტა ამოფინეთ პერგამენტით (მე მაქვს 30 25 ზე), ჩაასხით ცომი და კარგად გაადაანაწილეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი. მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით.

3.წინასწარ მოხარძეთ შედედებული რძე და გამოიტანეთ კარაქი მაცივრიდან. აუცილებელია, რომ კარაქი და შედედებული რძე დაახლოებით ერთი ტემპერატურის იყოს. ბლენდერში დაფხვენით ორცხობლა და მოათავსეთ ჯამში.

4.ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ 150გ დაფხვნილი ორცხობილა და ცოტათი გამომშრალი ნიგოზი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასისი მიღებამდე.

5.სქელ ჯამში მოათვსეთ მთელი ორცხობილის და ნიგვზის მასა, მოასხით კონიაკი, რძე. მოურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შედედებული რძე და კარგად მოურიეთ. დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, პარალერულად ურიეთ. მზა მასა გააგრილეთ.

6.დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით შედედებული რძის და ორცხობილის მასასთან ერთად. მზა კრემი მაცივარში მოათავსეთ 15 წუთი.

7.გაგრილებული ფირფიტა გაჭერით შუაზე, მიღებული ნაჭერიც ანალოგიურად გაჭერით შაზე. უნდა გამოგივიდეთ 4 კორჟი.

8.პირველ კორჟს წაუსვით კრემი, ხოლო შემდეგ დაადეთ მეორე და ისევ წაუსვით კრემი. ამავე მეთოდით ააწყვეთ დანარჩენი კორჟებიც. ბოლოს გვერდებსაც წაუსვით კრემი და მტლიან ტორტს ზემოდან მოაყარეთ ორცხობილა.

9.მზა ტორტი მაცივარში მოათავსეთ 4-6 საათი, მაგრამ უმჯობესია მაცივარშ დატოვოთ მთელი ღამე. დაგემოვნებამდე 30 წუთით ადრე ტორტი გამოიტანეთ მაცივრიდან და დაჭერით.

ამ ტორტის კრემი, როგორც ხედავთ ძალიან მარტივი მოსამზადებელია. “5 კოვზი” ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სუფრას. გემრიელად მიირთვით!