უგემრიელესი ჟელეს დესერტების რეცეპტი, რომლებსაც გამოცხობა არ სჭირდება

4211

საყვარელ ჟელეს დესერტს, რომელიც ნოსტალგიას იწვევს, იშვიათად შეხვდებით კაფეებსა და საკონდიტროებში. შესაძლოა, მისი უბრალო გარეგნობისა და სიმარტივის გამო, დესერტმა “მოზაიკამ” ანუ “გატეხილმა შუშამ” თანამედროვე დაწესებულებებში აქტუალობა დაკარგა. არა და, ამ დესერტის მომზადება ძალიან მარტივია, მით უმეტეს მას გამოცხობა არ სჭირდება.

ჭელატინის ტორტი ცხობის გარეშე 

საკონდიტრო მაღაზიებში ნამცხვრების მრავალფეროვნებაა, მაგრამ თუ სპეციალურ დღესასწაულებზე სუფრა განსაკუთრებული დესერტით გსურთ გააფორმოთ, ჩვენ გთავაზობთ შესანიშნავი ნამცხვრის რეცეპტს ფორთოხლის ჟელეთი. ყველაზე მთავარი ამ დესერტში ისაა, რომ მას გამოცხობა არ სჭირდება. მოამზადეთ უგემრიელესი “მოზაიკა” ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ჟელეს დესერტი შედედებული რძით

ინგრედიენტები

  • 950 მლ წყალი
  • 90 გრ ჟელე კივით
  • 90 გრ ჟელე ალუბლით
  • 90 გრ ჟელე ლიმონით
  • 20 გრ ჟელატინი
  • 500 გრ შედედებული რძე

მომზადების წესი

1. თავდაპირველად მოამზადეთ უგემრიელესი, ფერადი ჟელეს ნაჭრები. ფერადი ჟელეები ცალ-ცალკე თასებში მოათავსეთ და თითოეულს 300 მლ მდუღარე წყალი დაუმატეთ, კარგად მოურიეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე გაიხსნება.

2. გააგრილეთ ჟელეები და შედგით მაცივარში 2 საათით, რომ კარგად გაცივდეს და უფრო მარტივად დაჭრათ.

3. ამ საოცარი დესერტის საფუძველის მოსამზადებლად, 20 გრ ჟელატინს დაასხით 50 მლ წყალი და გააჩერეთ 10 წუთით, რომ ჟელატინი კარგად გაღვივდეს.

4. შემდეგ გაადნეთ ჟელატინი წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში და შეურიეთ შედედებული რძე.

5. ფერადი ჟელეები დაჭერით პატარა კუბებად, მოათავსეთ ისინი კექსის საცხობ ფორმაში და ზემოდან შედედებული რძისა და ჟელატინის ნაზავი დაასხით.

6. შედგით დესერტი მაცივარში 8 საათით. შედეგად მიიღებთ ტკბილ დესერტს მომჟავო გემოთი.

მათთვის, ვინც საკუთარ ფიგურას უფრთხილდება, ჩვენ გვაქვს რძით დამზადებული ჟელეს დესერტის რეცეპტი. ჩვეულებრივი რძის საფუძველზე დამზადებული ჟელეს რეცეპტი გაცილებით დაბალკალორიულია, ამიტომ მისი ჭამა დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვისაც შეიძლება.

ჟელეს დესერტი რძით

ინგრედიენტები

  • 90 გრ ჟელე კივით
  • 90 გრ ჟელე მარწყვით
  • 90 გრ ჟელე ლიმონით
  • 1 ლ რძე
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 10 გრ ვანილი

მომზადების წესი

1. მოამზადეთ ფერადი ჟელე სხვადასხვა თასში ზემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. გააგრილეთ, შემდეგ კი ორი საათით მაცივარში შედგით. იმისთვის, რომ ჟელე უფრო სწრაფად გაცივდეს, გამოიყენეთ დიდი ზომის ფორმები.

2. წყლის ორთქლზე გაადნეთ ჟელატინი და რძეს შეურიეთ. დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ. დაელოდეთ, სანამ რძიანი მასა ბოლომდე გაცივდება.

3. ფერადი ჟელე დაჭერით პატარა ნაჭრებად და ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს.

ფერად ჟელეს ზემოდან რძიანი მასა დაასხით და მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!