უგემრიელესი ნამცხვარი ყველით და ლავაშით

1168

ყველი ბევრი არასდროს არის! – ამ საინტერესი რეცეპტის დევიზია. ეს ფენოვანი დამცხვარი გამოდის ძალიან უნივერსალური და გემრიელი. მისი მომზადება ნებისმიერი დღესასწაულისთვის შეგიძლიათ.

ორი სახეობის ყველის, ხაჭოს, კარაქის და მწვანილების შერწყმა ნამდვილ ქართულ ნამცხვარს გვაგონებს. ამ კერძს თავბრუდამხვევი არომატი აქვს. სცადეთ მისი საახალწლოდ მომზადება და გააოცეთ შეკრებილი სტუმრები.

ინგერდიენტები

  • ხაჭო 300გ
  • ბრინზა 150გ
  • ყველი 100გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ლავაში 3 ცალი
  • კარაქი 30გ
  • ოხრახუში 1 კონა
  • მწიკვი მარილი
  • შავი წიწაკა (მწიკვი)

მომზადება

  1. მსხვილად გახეხეთ ხაჭო, ყველი და ბრიზნა. წვრილად დაჭერით მწვანილი. ერთ ჯამში მოათავსეთ ყველის და ხაჭოს მასა, დაუმატეთ კვერცხი და მწვანილი.
  2. მოაყარეთ მარილი და წიწიაკა გემოვნებით, ამის შემდეგ კარგად მოურიეთ.
  3. ლავაშის ფირფიტაზე თანაბრად გაადაანაწილეთ მზა შიგთავსი, დაახვიეთ რულეტისებურად და დაჭერით 3-4 სმ სიგანის ნაჭრებად. იგივე ქმედებები ჩაატარეთ დანარჩენი ლავაშებისთვისაც.
  4. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და დაამუშავეთ კარაქით. რულეტის ნაჭრები ჩაალაგეთ მჭიდროდ, ზემოდან დაალაგეთ კარაქი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთი.

ეს კერძი გემრიელია, როგორც ცივად ასევე ცხლადაც. ყველის პალიტრის დამსახურებით ნამცხვარი გამოდის ძალიან მრავალფეროვანი და უცხო. თუ თქვენ დიდი დროს ვერ უთმობთ კერძების მომზადებას, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ, რადგან ეს კერძი უსწრაფესად მზადდება. გემრიელად მიირთვით!