უგემრიელესი მედოგი პლომბირის კრემით, მისი მომზადება ძალიან ცოტა დროსა და ენერგიას წაგართმევთ.

1320

დღეს ჩვენ მოვამზადებთ საოცარ ტორტს, რომელსაც ხშირად “ზარმაცი მედოგი” უწოდებენ. როგორც არ უნდა ეძახდნენ ეს ტორტი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. მისი მომზადება ძალიან ცოტა დროსა და ენერგიას წაგართმევთ. როგორც წესი ამ ტორტს არაჟნის კრემით ამზადებენ, შეგიძლიათ არაჟანს დაუმატოთ 33% ნაღები, მაგრამ დღეს ჩვენ ამ ტორტს უნაზესი კრემით “პლომბირით” მოვამზადებთ.

თაფლიანი აუცილებლად საგულდაგულოდ უნდა დანამოთ. მეორე დღეს ეს ტორტი საოცრებაა. ასეთი დესერტის გამოცხობა თქვენთვის სასურველ ფორმაში შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 4 სუფრის კოვზი თაფლი
  • 3 კვერცხი
  • 90მლ რძე
  • 90გ შაქარი
  • 310-330გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონი ან ძმარი

კრემისთვის

  • 1 კვერცხი
  • 180გ შაქარი
  • 500მლ რძე
  • 3 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 80-100გ კარაქი
  • 180მლ ნაღები 33%
  • ვანილი

მომზადება

  1. დავიწყოთ ბისკვიტის მომზადება, ეს ძალიან მარტივია: კვერცხს დაუმატეთ   შაქარი და ათქვიფეთ შაქრის გალღვობამდე. მოასხით  თაფლი და რძე.
  2. სოდაა გააქტიურეთ ლიმონის წვენით ან ძმრით, დაუმატეთ ცომს. ასევე მოაყარეთ გაცრილი ფქვილი. უნდა მიიღოთ სქელი არაჟის კონსესტენციის მქონე ცომი.
  3. ჩაასხით ცომი ქაღალდით ამოფენილ ფორმაში და გამოაცხვეთ 180-170 გრადუსზე 15-25 წუთი.
  4. მზა კორჟი დაასვენეთ 5-7 საათი. მოაჭერით ზედემეტები და დააბლენდერეთ. ბისკიტი გაჭერით შუაზე (სიგანეში), შემდეგ ნელ-ნელა გაჭერით და უნდა მიიღოთ 6-8 ფირფიტა.
  5. მოვამზადოთ კრემი.
  6. გაგრილებული კრემი წაუსვით ტორტს და ააწყვეთ ფირფიტები.
  7. ზემოდან შეგიძლიათ მოაყარეოთ თეთრი შოკოლადი.
  8. შეგიძლიათ შოკოლადის, რაიმე ფორმები მოათავსოთ ტორტზე ან შოკოლადის მასით დახატოთ ნახატი, მოათავსეთ მაცივარში 5-6 საათი.

გემრიელად მიირთვით!