უგემრიელესი კრემ-ბრულე შინაურ პირობებში

1106

კრემ-ბრულე გახლავთ დესერტი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. მისი ისტორია მე-17 საუკუნიდან მოდის, როცა ფელიპე ორლეანელის მზარეული მოხარშულ კრემის რეცეპტებთან ექსპერიმენტებს ახდენდა. მიღებული დესერტი ისე მოეწონა თავად ჰერცოგს და მთლიან სამეფო კარსაც, რომ მალევე გაითქვა სახელი ქვეყნის გარეთაც.

დღეს მსოფლიოს შეფ მზარეულები კრემ-ბრულეს ფორმებსა და ინგრედიენტებს სულ უფრო ხვეწავენ და კლასიკური დესერტის ახალ ვერსიებს იგონებენ.

“გასტრონომია” კი გთავაზობთ შინ მოამზადოთ კრემ-ბრულე. სინამდვილეში, ეს არც თუ ისე რთულია და ზედმეტ დანახარჯებსაც არ მოითხოვს.

ინგრედიენტები

  • 1 ლ რძე
  • 400 გრ შაქარი
  • 8 კვერცხი
  • 25 გრ ვანილის შაქარი
  • 10 გრ კარაქი

მომზადება

1. აადუღეთ რძე, დაუმატეთ ვანილის შაქარი და გადმოდგით.

2. მოამზადეთ კარამელი 200-250 გრ შაქრისა და კარაქისგან სქელ ემალირებულ ქვაბში.

3. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ თბილი რძე, მიღებული მასა ჩაასხით კარამელში.

4. დადგით ქვაბი წყლის აბაზანაზე და მოათავსეთ ეს კონსტრუქცია 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1-1,5 საათით.

დარწმუნებული ვართ, არაჩვეულებრივი დესერტი გამოგივათ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!