უგემრიელესი კრემიანი ფუმთუშა საფუარით

1226

აპულიის რეგიონის მაცხოვრებლებს, რომელიც მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულზე, შემოდგომაზე და ზამთარში ცუდ ხასიათზე ყოფნა არ უწევთ. პირველ რიგში, სამხრეთელების ტემპერამენტი ძალიან განსხვავებულია, მეორე კი ის არის, რომ ამ დროს ისინი ამზადებენ ძალიან გემრიელ კრემიან ფუნთუშებს პეტოლეებს. ნებისმიერი იტალიელი სიამოვნებით დააგემოვნებდა მათ შედევრს.

მოკლე ისტორიული ფონი. რამდენიმე ასეული წლის წინ ერთი ახალგაზრდა დიასახლისი გართული იყო სხვა საქმით, ამასობაში მას დაავიწყდა ცომის შესახებ, რომელიც პურის გამოსაცხობად მოზილა. სახლში დაბრუნებულს ცომი გადაფუებული დახვდა. ქალი არ დაიბნა და ქვაბში აადუღა ზეთი, დაიწყო ცომის პატარა ნაჭრების ადუღებულ ზეთში ჩაგდება. შემწვარმა აფუებულმა ცომმა ყველა გააოცა თავისი გემოს მეშვეობით. შემდეგ რეცეპტი გავრცელდა და დღეს დღეობით ეს კერძი იტალიის ნაციონალურ კერძად იქცა.

რჩევა. ამ ფუნთუშების მოსამზადებლა გამოიყენეთ ფქვილი სემოლა-ასე იტალიაში მოიხსენიებენ უხეშ ფქვილს. ჩვეულებრივი ფქვილისაგან ფუნთუშები არ გამოდის გემრიელი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი-1კგ
  • საფუარი-50გ
  • შაქარი-2 სუფრის კოვზი
  • წყალი-600გ
  • მარილი-გემოვნებით
  • შაქრის ფხვნილი – გემოვნებით

მომზადება

1.ძალიან ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და საფუარი. დაუმატეთ მარილი და შაქარი. დაასხით თბილი წყალი და მოზილეთ ცომი. 15 წუთის განმავლობაში ენერგიულად ზილეთ ცომი ეს ხერხი ერთ-ერთი მთავარი დეტალია უგემრიელესი პეტოლეს მოსამზადებლად. ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი, წელვადი და უნდა გეკრობოდეთ ხელზე-არ დაუმატოთ ფქვილი. დააფარეთ ჯამს ნაჭერი და დაელოდეთ ცომის ამოსვლა 3-4 საათის განმავლობაში.

2. ცოტა ღრმა ქვაბში გააცხელეთ საკმარისი რაოდენობის მცენარეული ზეთი. კოვზით ან ზეთიანი ხელებით დაანაწევრეთ ცომი და ჩააგდეთ გაცხელებულ ზეთში. ოქროსფერი ფერის მიღებამდე შეწვით.

3.მზა პეტოლე გადმოიტანეთ ქაღალდზე და მოაყარეთ შაქარი ან შაქრის ფხვნილი.

პეტოლეს რეცეპტი შექმნის შემდეგ ძალიან ბევრჯერ შეიცვალა. თითოეული დიასახლისი ან მზრეული ამატებდა ცომს რაღაც ახალ ინგრედიენტს. ამდიდრებდნენ მას რძით, კარაქით, თაფლით, ღვინით. ასევე არსებობს ფუნთუშები ზეთისხილით, კარტოფილით, ყველით, თევზით, შემწვარი ხახვით. იექსპერიმენტეთ და ყველაფერი გამოგივათ. გემრიელად მიირთვით!