უგემრიელესი კომბოსტოს ღვეზელი ფენოვანი ცომით

2725

გსურთ გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი ღვეზელის რეცეპტი? აი ისიც! ფენოვანი ცომისა და კომბოსტოს კომბინაცია უგემრიელეს ღვეზელს გვთავაზობს.

საჭიროა:

  • 500 გ ფენოვანი ცომი
  • 400 გ კომბოსტო
  • 1 დიდი თავი ხახვი
  • ზეთი – მოსაშუშად
  • მარილი
  • პილპილი
  • ძირა
  • 1 კვერცხის გული

მომზადების წესი: 

  1. კომბოსტო და ხახვი ძალიან თხლად დავჭრათ ან სახეხის  მსხვილ პირზე გავხეხოთ.
  2. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავაყაროთ კომბოსტო და ხახვი მოვშუშოთ. კომბოსტო  ძალიან არ უნდა  დარბილდეს. დავუმატოთ მარილი, პილპილი და ძირა.
  3. ცომი თხლად გავაბრტყელოთ, 20 სმ დიამეტრის თეფში დავადოთ და ორი წრე გამოვჭრათ. ერთი ფენა  დამატებით ოდნავ  გავაბრტყელოთ. დანარჩენი ცომისგან გამოვჭრათ სასურველი  პატარა ზომის ფიგურები: ფოთლები, ვარსკვლავი და სხვა.
  4. ცომის მომცრო ერთი ფენა დავადოთ თუნუქის დიდ ფურცელზე, ზედ მოვათავსოთ გულსართი და გადავაფინოთ მეორე ფენა. გარშემო ჩანგლის დაჭერით შევკრათ ცომის ნაპირები.
  5. ღვეზელი ზემოდან დავჩხვლიტოთ ჩანგლით და წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული. ზემოდან შემოვაწყოთ დაჭრილი ფორმები და კიდევ ერთხელ გადავუსვათ კვერცხის გული.
  6. ღვეზელი შევდგათ წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და დაახლოებით 20 წუთი ვაცხოთ, სანამ დაიბრაწება.

სულ ესაა, მარტივი და გემრიელი ღვეზელი მზადაა. გაუზიარეთ ეს რეცეპტი ღვეზელების მოყვარულ მეგობრებს.