უგემრიელესი კომბოსტოს გუფთა ნეკნებით – გემო, რომელიც სტანდარტულ რეცეპტს დაგავიწყებთ

1690

ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ხორციანი გუფთა მიხვდება რა საოცარ გემოზეცაა ლაპარაკი. ამ კერძში თქვენ შეხვდებით საოცარ შეხამებას ინგრედიენტთა შორის, მათ ჰარმონიულ გემოებს, ხორცის თავისებუ პიკანტურობას და ნამდვილი წვნიანის გემოს. დღეს ჩვენი რედაქცია ამ საოცარი და განუმეორებელი კერძის გაუმჯობესებას შეეცდება ღორის ნეკნების დამატებით, რათა გუფთის კლასიკური რეცეპტი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ.

ძვლიანი ხორცის გამოყენების შემთხვევაში ნებისმიერი კერძი მეტად არომატული და მადისაღმძვრელი გამოდის, ვიდრე მჭლე ხორცის შემთხვევაში. ამ გუფთას ციგნების გუფთადაც მოიხსენიებენ.

ინგრედიენტები

  • ღორის ნეკნები 1,5კგ
  • თეთრი კომბოსტო 1,5კგ
  • ღორის ფარში 350გ
  • ბრინჯი 200გ
  • ხახვი 3 ცალი
  • ტომატის პასტა 4 სუფრის კოვზი
  • სტაფილო 2 ცალი
  • მარილი 2,5 სუფრის კოვზი
  • ძმარი 2 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა (დაფქული) 0,5 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • არაჟანი 150გ
  • წყალი 400მლ

მომზადება

1.კომბოსტოს მოაშორეთ ძირი და დარჩენილი ნაწილი მოხარშეთ ძმართან და 2 სუფრის კოვზი მარილთან ერთად 10 წუთის განმავლობაში. მოხარშვის შემდეგ გააგრილეთ კომბოსტო.

2.ღორის ნეკნები შეწვით ტაფაზე ზეთში, შემდეგ მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.იმავე ტაფაზე შეწვით ნახევარი დაჭრილი ხახვი და სტაფილო. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ტომატის პასტა, ბრინჯი, დაასხით 400მლ ცხელი წყალი და დატოვეთ ცეცხლზე 10 წუთი.

4. ბრინჯს დაუმატეთ ხახვი, სტაფილო და ხორცის ფარში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

5.შიგთავსი მოათავსეთ კომბოსტოს ფოთლებზე. ზემოდან – ნეკნები, შემდეგ კი დაახვიეთ კომბოსტო და მოათავსეთ ღრმა ჯამში. 2 სუფრის კოვზი ტომატის პასტა გახსენით 400მლ ცხელ წყალში, მოასხით გუფთას და 2 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ.

ახლა კი გაგიმხელთ რამდენიმე საიდუმლოს, რომლის დახმარებითაც თქვენი გუფთა შეუდარებელი გემოვა. კომბოსტოს ფურცლების დასარბილებლად ის მთელი ღამის განმავლობაში მოათავსეთ მაცივარში.