უგემრიელესი და ნოყიერი ქაშაყის პაშტეტი საუზმედ

1034

პაშტეტის უამრავი ნაირსახეობა არსებობს, სადაც წამყვანი ინგრედიენტი ქათმის,ძროხისა თუ ღორის ღვიძლია, დამხმარედ კი ბეკონი, გატარებული ხორცი და სხვა. მაგრამ ჩვენ დღეს ყველაზე სასარგებლო პაშტეტს მოვამზადებთ, რომელიც თევზისგან მზადდება.

ინგრედიენტები: 

  • ქაშაყი – 500 გრამი
  • ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა
  • ხახვი – 100 გრამი
  • მწვანილი – ზედ მოსაყრელად
  • თეთრი პურის გული – 150 გრამი

მომზადების წესი:

  1. შევარჩიოთ მსუქანი ქაშაყი. რამდენიმე საათით ადრე ჩავაწყოთ ცივ წყალში, წყალი ხშირად ვუცვალოთ; შემდეგ მოვაცილოთ გარეთა ძვლები და კანი.
  2. დავჭრათ მცირე ნაჭრებად და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მასშივე გავატაროთ წინასწარ დამბალი პურის გული, ხახვი და ნიგოზი. ავურიოთ ერთმანეთში.
  3. მიღებულ მასას მოგრძო ლანგარზე მივცეთ თევზის ფორმა, ზედ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა ან ოხრახუში.
  4. შეიძლება ნიგვზის ნაცვლად დაკეპილი ქაშაყის მასას გავურიოთ 1 სუფრის კოვზი კარაქი. პურის გულის შემთხვევაში შეიძლება ვიხმაროთ გამხმარი პურის დანაყილი ორცხობილა.

გემრიელად მიირთვით!