უგემრიელესი ბოსტნეულის ოლადები

1315

სხვადასხვა ქვეყანაში ერთიდაიმავე კერძის ერთმანეთისგან განსხვავებული ვარიანტები არსებობს, მაგრამ ძირი და იდეა ამ კერძებს მაინც საერთო აქვთ. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ჩინურ ოლადებს ბოსტნეულით.

ბოსტნეულის ოლადები ჩინურად ძალიან საინტერესო კერძია, მასში განსხვავებული კარტოფილის მომზადების წესია. ამ კერძის კლასიკურ ვარიანტში იყენებენ უკვე მოხარშულ და დიდი კოვზით დაჭყლეტილ კარტოფილს. ოლადებში იყენებენ ორი სახის ხახვს, რაც სლავურ სამზარეულოს საერთოდ არ ახასიათებს.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • მწვანე ხახვი 1 კონა
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 100გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ კარტოფილი. დაჭყლიტეთ, დაუმატეთ ფქვილი და კვერცხი.

2.წვრილ კუბიკებად დაჭერით სტაფილო და ხახვი, დააქუცმაცეთ მწვანე ხახვი.

3.კრტოფილის მასას დაუმატეთ სტაფილო და ორი სახის ხახვი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

4.ხელები დაისველეთ ზეთში და ცომს მიეცით ოლადების ფორმა, შეწვით ტაფაზე.

როგორც ხედავთ ამ კერძის მომზადება საოცრად მარტივია. თუ ცომს მოხარშულ ან შემწვარ სოკოს დაუმატებთ, მაშინ ის უფრო მრავალფეროვანი და არომატული გახდება. გემრიელად მიირთვით!