უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და შედგით ღუმელში. ხაჭოს ტორტს კიდევ არაერთხელ მოამზადებთ

9785

მე გამოცდილი დიასახლისი ვარ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მსიამოვნებს პერიოდულად წინსაფრის მორგება და ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა გემრიელი კერძების, ორცხობილობის, დელიკატესებისა და ნამცხვრების მომზადება. გამომდინარე იქიდან, რომ საკმარისი თავისუფალი დრო არასდროს მაქვს, უპირატესობას ყოველთვის მარტივ რეცეპტებს ვანიჭებ, რომელთა დახმარებით სასურველ მიზანს მინიმალურ დროში, მინიმალური ძალისხმევით ვაღწევ.

ხაჭოს უგემრიელესი ტორტი

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 4 კვერცხი
  • 400 გრამი ხაჭო
  • 100 გრამი კარაქი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება:

1. კარგად თქვიფეთ კვერცხი და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას, რათა ცომს საჭირო კონსისტენცია ჰქოდნეს.

2. ათქვეფილ მასას დაამატეთ არაჟანი, ხაჭო და კარაქი. კირდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ მიქსერით და დაამატეთ სოდა და მარილი.

3. ურიეთ მიქსერით მაქსიმალურ სიჩქარეზე იქამდე, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში არ გაიხსნება. მასაში არ უნდა დარჩეს მცირე ზომის მკვრივი ნაწილაკებიც კი. თუ ამ შედეგს მიქსერით ვერ აღწევთ, დახმარებისთვის შეგიძლიათ ბლენდერს მიმართოთ. ყველა ინგრედიენტის გახსნისა და ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ ფქვილის დამატების დროა. აუცილებლად კარგად გაცრილი ფქვილი ჩაამატეთ მასაში და კიდევ ერთხელ კვლავ გადაურიეთ. ცომი მზად არის.

4. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ჩაასხით მომზადებული ცომი და გაანაწილეთ თანაბრად. შედგით ის 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. ძალიან გემრიელი ხაჭოს ტორტი მზად არის! სუფრაზე მიტანამდე შეგიძლიათ მას ზემოდან მცირეოდენი შაქრის პუდრიც მოაყაროთ.

ამ რეცეპტით მომზადებული ხაჭოს ტორტი იმდენად რბილი, ნაზი, ფაფუკი და ჰაეროვანია, რომ პირში მოხვედრისთანავე დნება. თავად ცადეთ ამ მარტივი რეცეპტის გამოყენება და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!