ტრადიციული ჩანახი – კერძი, რომლის ხსენებაც კი მადისაღმძვრელია

2409

ჩანახი თურქულად თიხის ჯამს ნიშნავს. სწორედ თიხის ჭურჭელში მზადდება კავკასიაში ფართოდ გავრცელებული კერძი, რომლის მთვარი შემადგენლები ცხვრის ხორცი, ბადრიჯანი და პამიდორია. ძველად კერძი ცალ-ცალკე ულუფებად მზადდებოდა თიხის ჯამებში.

ინგრედიენტები:

  • ბატკნის ან ცხვრის ხორცი – 200 გ
  • ცხვრის დუმა – 50 გ
  • ბადრიჯანი – 150 გ
  • პამიდორი – 200 გ
  • კარტოფილი – 70 გ
  • ბულგარული წიწაკა – 70 გ
  • ხახვი – 2-3 თავი
  • ნიორი – 2 კბილი
  • ქინძი – 10 გ
  • ნიახური – 5 გ
  • რეჰანი – 5 გ
  • დაღერღილი წიწაკა – 2 გ
  • მწვანე წიწაკა – 3 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ცხვრის დუმა დაჭერით წვრილად და მოშუშეთ.
  2. დუმის ცხიმში მობრაწეთ ბატკნის ხორცი, იმავე ცხიმში მოწალეთ ბოსტნეული – მთლიანი პამიდორი, ბულგარული წიწაკა, მთლიანიან შუაზე გაჭრილი ბადრიჯანი და კარტოფილი. თუ კარტოფილი დიდია, გაჭერით ოთხად.
  3. გულსართისთვის მოშუშულ დუმას შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ნიახური, რეჰანი, მწვანე და დაღერღილი წიწაკა.
  4. ბულგარულს, ბადრიჯანსა და პამიდორს ამოაცალეთ გული ისე რომ მათი მთლიანობა არ დაირღვეს (არ დაიშალოს) და ამოტენეთ გულსართით.
  5. ქოთანში (ჩანახი უკეთესია მომზადდეს თიხის ქოთანში) ან ქვაბში ჩაალაგეთ ჯერ ბატკნის ხორცი, შემდეგ კარტოფილი, ბადრიჯანი, ბულგარული და პამიდორი, ზემოდან დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ქინძი ( გულსართი თუ დაგრჩათ, შეგიძლიათ ისიც მოაყაროთ). დაასხით იმდენი წყალი, რომ მასა დაიფაროს. დაამატეთ მარილი და დადგით მოსახარშად 30-40 წუთით. ჩანახმა წყალი არ უნდა დაიშროს.
  6. თუ ჩანახისთვის გამოიყენებთ ცხვრის ხორცს, ხორცი წინასწარ მოხარშეთ.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.