ტრადიციული იტალიური პური, სახელად “ფოკაჩია”- არაჩვეულებრივად რბილი, ფუმფულა და არომატული

2295

ფოკაჩია – “ბუხარში გამომცხვარ პურს” ნიშნავს. სახლში გამომცხვარი ფოკაჩია მრგვალი ან მართკუთხა, თხელი ან სქელია. თუ მის ცომს რძით ამზადებენ, პური უფრო ფუმფულა გამოდის. როგორც წესი, ფოკაჩიას შიგთავსი ყველაზე ხშირად მხოლოდ ყველია, მაგრამ მის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ პომიდორი, ზეთისხილი, ხახვი, ნიორი და სხვადასხვა სახის მწვანილი.

იტალიური ფოკაჩიას რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 280 გრ ფქვილი
  • 180 მლ წყალი
  • 70 გრ ყველი
  • 1 ხახვი
  • 5 გრ საფუარი
  • 2,5 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • იტალიური მწვანილი (ერთი მწიკვი)

მომზადების წესი

1. თბილ წყალს დაუმატეთ თაფლი, საფუარი და რამდენიმე კოვზი ფქვილი. დაელოდეთ, სანამ ქაფი მოედება.

2. შემდეგ დაუმატეთ მარილი, თანდათან ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ბოლოს დაუმატეთ 1 ს/კ ზეთი.

3. ცომს დაახურეთ ხელსახოცი და დაელოდეთ, სანამ აფუვდება.

4. ხახვი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და შეწვით ზეთში.

5. დაჭერით ყველი კუბებად.

6. შეურიეთ ხახვი და ყველი ცომში და კარგად მოზილეთ.

7. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ ცომი მასზე. კარგად გადაანაწილეთ და ზედაპირზე წაუსვით კარაქი და ცოტა ხნით დაელოდეთ, რომ ცომი უფრო აფუვდეს.

8. ზედაპირზე მოაყარეთ მწვანილი და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. გამოაცხვეთ 20 წუთით.

ფოკაჩია ხახვითა და ყველით მზად არის. გემრიელად მიირთვით!