ტორტი ცხობის გარეშე მოხარშული კრემით

2046

ეს დესერტი ნამდვილად მაოცებს! ფირფიტებს ტაფაზე უპრობლემოდ ვამზადებ. უმარტივესი მეთოდით, უგემრიელესი დესერტი გამოდის!

ინგრედიენტები

  • შაქარი 400გ
  • რძე 725მლ
  • კვერცხი 7 ცალი
  • სოდა 1,5 ჩაის კოვზი
  • ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 270გ
  • კარაქი 280-300გ
  • მზესუმზირის ზეთი 90მლ
  • არაჟანი 5-7 სუფრის კოვზი
  • კაკაო 115გ
  • მარილი

 მომზადება

1.დიდ ჯამში გაცერით 180გ ფქვილი, დაუმატეთ 45გ კაკაო, 140გ შაქარი, მარილი და სოდა. კარგად მოურიეთ. ჩაასხით 225მლ რძე და ზეთი, ჩატეხეთ 3 კვერცხი და მოზილეთ ცომი. მოასხით ძმარი და კიდევ კარგად მოურიეთ.

2.გააცხელეთ ტაფა. და გამოაცხეთ 10 კორჟი. შეწვით 15-17 წუთი მხოლოდ ერთი მხრიდან, არ გადმოაბრუნოთ.

3.ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ 2 კვერცხი და 10 სუფრის კოვზი შაქარი. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ფქვილი, ურიეთ განუწყვეტლივ. როცა მასა სქელი არაჟნის კონსესტენციას მიიღებს, გადმოიტანეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და ათქვიფეთ 200გ კარაქთან ერთად.

4.მოამზადეთ მინანქარი  – არაჟანს დაუმატეთ 2 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი შქარი, კაკაო და 80-100გ კარაქი. ააწყეთ ტორტი და მოასხით მიანანქარი.

გემრიელად მიირთვით!