ტორტი შედედებული რძით, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა

2496

თუ თქვენ გაქვთ 10 წუთი გემრირლი დესერტის მოსამზადებლად, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა! ბავშვობაში ყველას გვიყვარდა ტკბილეული სახელად “ჭიანჭველის ბუდე” რომელიც საოცრად მარტივი მოსამზადებელია. ეს ტორტი არ საჭიროებს ღუმელს, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენ მისი მომზადება მოგზაურობის დროსაც შეგიძლიათ. ეს ტორტი შედგება უმარტივესი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისაგან.

ამ ტორტის მომზადება შეგიძლიათ ბავშვებთან ერთადაც: ისინი ორცხობილას დაფხვნიან ხელებით, ხოლო თქვენ კი ამ დროს მოამზადებთ კრემს. მაგრამ მე ამ საქმეში ბავშვებს არასოდეს არ ვეძახი, რადგან არ მიყვარ არეულობა სამზარეულოში. ბავშვები სამზარეულოს კართან არიან ჩამწკრივებულნი და სულმოუთმენლად ელოდებიან ტორტს.

ტორტი “ჭიანჭველის ბუდე” ორცხობილისაგან

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ საოცარი ტორტის რეცეპტს, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა. ამ ტორტის მოსამზადებლად საჭიროა 10-15 წუთი!

ინგრედიენტები

  • 600გ ორცხობილა “გამღვალი რძე”
  • 500გ შესქელებული რძე
  • 100გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 30გ რძიანი შოკოლადი
  • ნიგოზი გემოვნებით

მომზადება

1.ორცხობილა დატეხეთ საშუალო ზომის კუბიკებად. ამის გაკეთება შეგიძლიათ ხელით ან ორცხობილა მოათავსეთ პაკეტში და მასზე რამოდენიმეჯერ გადაატარეთ ცომის გამაბრტყელებელი.

2.შესქელებული რძე აადუღეთ და გააგრილეთ. გადაიტენეთ ღრმა ჯამში. შედედებული რძე ათქვიფეთ მიქსერით დაუმატეთ არაჟანი და ხელახლა ათქვიფეთ.

3.კრემს დაუმატეთ გამღვალი კარაქი, ათქვიფეთ. მას შემდეგ, რაც კრემის ყველა ინგრედიენტი კარგად გაიხსნება დაუმატეთ დაფქული ნიგოზი.

4.კრემს დაუმატეთ ორცხობილა და კარგად მოურიეთ. მზა მასა გადაიტანეთ თეფშზე და მიეცით გორაკის ფორმა.

5.გახეხეთ შოკოლადი (შავი ან რძიანი, თქვენი გემოვნების მიხედვით.) ტორტს მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. მზა ტორტი შეინახეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.

6.სწრაფი ტორტიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!

რედაქციის რჩევა

ამ დესერტის რეცეპტი, რათქმაუნდა შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ და დაუმატოთ ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა სიმინდის ჩხირები, პოპკორნი და შვრიის ქატო.

ამ დესერტზე ტორტის დაძახება ცოტათი რთულია, რადგან ეს არის უბრალო ტკბილეული, რომელიც ძალიან უხდება ჩაის. “ჭიანჭველის ბუდე” შეგიძლიათ გააფორმოთ მდნარი შოკოლადით ან ფერადი კანფეტებით, ხოლო ნიგვზის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მიწისთხილი. ამ დესერტის მაცივარში შენახვა შეიძლება დიდხანს, რადგან ის არ კარგავს თავის საოცარ გემოს.