ტორტი სნიკერსი გამოცხობის გარეშე

1779

დთეს ჩვენ გთავაზობთ უგემრიელესი ტორტის “სნიკერსი” რეცეპტს.

ტორტი გაჯერებული კარამელით და შოკოლადით. ძალიან რბილი და ტკბილია.

ვერავინ მიხვდება, რომ ეს ტორტი არ არის გამომცხვარი.

ინგრედიენტები

  • შოკოლადის ორცხობილა 500გ
  • კვერცხის გული 4 ცალი
  • რძე 600მლ
  • შაქარი 100გ
  • ხორბლის ფქვილი 50გ
  • კარაქი 50გ
  • ვანილი 10გ
  • შედედებული რძე 1 ქილა
  • მოხალული არაქისი 200გ

მინანქარი

  • კარაქი 70გ
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი
  • შაქარი 4 სუფრის კოვზი
  • რძე 30მლ

მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული, შაქარი და ვანილი.
  2. მოურიეთ და დაიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.
  3. მოაყარეთ ფქილი და ისევ მოურიეთ.
  4. ჩაასხით ძალიან ცხელი რძე ნელ-ნელა და არ შეწყვიტოთ მასის მორევა.
  5. მასა გადაიტანეთ ქვაბში და მოხარშეთ შესქელებამდე.
  6. როცა სესქელდება დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ.
  7. როცა კარაქი გალღვება, გამორთეთ ცეცხლი და დაელოდეთ გაგრილებას.
  8. გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით კრემის მცირე ნაწილი, ზემოდან მოაყარეთ ორცხობილა.
  9. ზემოდან გადაუსვით შედედებული რძის თხელი ფენა.
  10. ამის შემდეგ მოათსვეთ მოხარშული კრემის ფენა.
  11. შემდეგ, ისევ ორცხობილა, შედედებული რძე და კრემი.
  12. ბოლოს ორცხობილა და კრემი.
  13. მოვამზადოთ მინანქარი. ქვაბში მოათშვეთ შაქარი, კაკაო, კარაქი და რძე.
  14. ქვაბი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ შაქრის გალღვობამდე.
  15. გააგრილეთ მინანქარი და მოასხით ტორტს ზემოდან.
  16. დაელოდეთ რამდენიმე საათი.

გემრიელად მიირთვით!