ტორტი “სახლის” საოცარი გემო, რომელიც არასდროს მბეზრდება

1590

ჩემი ფავორიტი დესერტი!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შქარი
  • 3 სუფრის კოვზი სქელი არაჟანი
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები პირველი კრემისთვის

  • 1 ჭიქა მანანის ბურღული
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 250გ კარაქი
  • 3 ჭიქა რძე

ინგრედიენები მეორე კრემისთვის

  • 1 შეკვრა ორცხობია (არა მარილიანი)
  • 0,5ლ მოხარშული შედედებული რძე
  • 200გ მოხალული არაქისი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 200გ შავი შოკოლადი კაკაოს დიდი შემცველობით

მომზადება

  1. დაიწყეთ ცომის მომზადება. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ შაქართან ერთად, ნელ-ნელა დაუმატეთ გულიც. გააგრძელეთ თქვეფა.
  2. კაკაოს დაუმატეთ არაჟანი, ეს მასა მოასხით კვერცხის მასას. დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად მოურიეთ, მასა გაყავით 2 ნაწილად. ჩაასხით ზეთით დამუშავებულ ფორმაში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი. უნდა გამოგივიდეთ 2 კორჟი. დაელოდეთ მათ გაგრილებას.
  3. მოვამზადოთ პირველი კრემი. დაფხვენით ორცხობილა, დაუმატეთ შედედებული რძე და არაქისი.
  4. ავაწყოთ ტორტი: მოათავსეთ პირველი კორჟი, წაუსვით პირველი კრემის ნახევარი, ახლა მეორე კრემის ჯერია, ისევ წაუსვით პირველი კრემი და დააფარეთ მეორე კორჟი.
  5. შავი შოკოლადი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე, მოასხით ტორტს.

გემრიელად მიირთვით!