ტორტი, რომელიც ნებისმიერ დღეს დღესასწაულად გადააქცევს

757

ხრაშუნა ბეზე, არომატული ნაღების კრემი, პიკანტური ნიგოზი . . . დიახს, ეს ყველაზე კლასიკური დესერტია.

დღეს ჩვნი რედაქცია შემოგთავაზებთ ორიგინალურ დესერტს, როემლიც ნამდვილად სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

ინგრედიენტები კორჟებისთვის

  • 100-200გ არაქისი
  • 5 კვერცხის გული
  • 300გ შაქარი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 120გ რძე
  • 5 კვერცხის გული
  • 100გ შაქარი
  • 250გ კარაქი
  • 1,5 სუფრის კოვზი კაკაო

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცილის მასა კორჟებისთვის. განაცალკევეთ გული და ცილა. გულები შეინახეთ მაცვარში, აუცილებლად გადააფარეთ პაკეტი. ჯამში ამოფუებამდე ათქვიფეთ ცილა.

2.მოხალეთ არაქისი და დააბლენდერეთ.

3.ცილა ჯერ დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა მოუმატეთ სიჩქარეს. ამოფუებულ ცილას დაუმატეთ შაქარი და ისევ ათქვიფეთ. 2 სუფრის კოვზი ცილა ცალკე შეინახეთ. მისგან ბეზეს მოვამზადებთ.

დანარჩენს შეურიეთ არაქისი. რამდენიმე კოვზი არაქისი დეკორისთვის შემოინახეთ.

4.ცილის მასა გაყავით ორ ნაწილად და დაგაანაწილეთ გამოსაცხობ ფორმებში. გამოაცხეთ 80 გრადუსზე 1,5-2 საათი, ოდანავ გამოაღეთ ღუმელის კარი. მზა კორჟები გააგრილეთ 1 საათი.

5.ახლა კი მოვაზამდოთ ბეზე. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და საკონდიტრო მეშოკით მიეცით ბეზეებს ფორმა. გამოაცხეთ 100 გრადუსზე 1-1,5 საათი. მთავარია ცხობისას ღუმელის კარი არ გააღოთ.

6.კრემის მოსაზმადებლად, რძს დაუმატეთ შაქარი და კვერცხის გული. მასა მოათავსეთ ცეცხლზე და ურიეთ.

7.კრემის წამოდუღების შემდეგ, ცეცხლზე დატოვეთ კიდევ 2 წუთი. კრემით სავსე ჯამი მოათავსეთ ცივ წყალში და ურიეთ, რათა გაგრილდეს. ათქვიფეთ კარაქი და დაუმატეთ კრემს, ათქვიფეთ კარგად.

8.ააწყეთ ტორტი და დატკბით საოცარი გემოთი! უმჯობესია რამდენიმე საათი შეინახოთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!