ტორტი “კრემ ბრულე” – შეუდარებელი ტკბილეული

807

ტორტი კრემ ბრულე გამოდის დაუვიწყარი. ეს ყველაფერი ჯადოსნური კრემის დამსახურებაა.

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 80გ
  • ფქვილი 100გ
  • ლიმონის მჟავა 1/3 ჩაის კოვზი
  • ვანილი 0,5 ჩაის კოვზი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • ხაჭოს პასტა ვანილით 100გ
  • კარაქი 100გ
  • რძე 220 მლ
  • შაქარი 80გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფქვილი 1,5 სუფრის კოვზი
  • ცხელი შოკოლადი
  • რძიანი შოკოლადი

მომზადება

  1. 50მლ რძე, კვერცხი და ფქვილი ათქვიფეთ. დარჩენილი შაქარი და რძე მოათავსეთ ქვაბში, დადგით ცეცხლზე, ცხელ რძეს ნელ-ნელა მოასხით კვერცხის მასა და სწრაფად ურიეთ, გაასქელეთ კრემი.
  2. სანამ კრემი გრილდება, ხაჭო და რბილი კარაქი ათქვიფეთ, მოასხით თბილი კრემი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. მზა კრემი შეინახეთ მაცივარში. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული.
  3. ცილა მოათავსეთ მაცივარში, გული ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ. ცილა ათქვიფეთ აქაფებალდე. თქვეფის ბოლოს დაუმატეთ ლიმონის მჟავა.
  4. შეაერთედ ცილის და გულის მასა, ფრთხილად მოურიეთ. ცომის ნახევარი თანაბრად გადაანაწილეთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.
  5. მზა ბისკვიტი გადმოიტანეთ, მოახსენით ქაღალდი, გაჭერით 2 ნაწილად და გააგრილეთ. ამავე მეთოდით გამოაცხვეთ მეორე ბისკვიტიც. ცხელი შოკოლადის ფხვნილი ჩაყარეთ ჩიქაში და მოასხთ 100მლ ცხელი წყალი, კარგად მოურიეთ.
  6. ააწყვეთ ტორტი: ფირფიტები დანამეთ ცხელი შოკოლადით და კარგად გადაანაწილეთ კრემი.
  7. შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი.

გემრიელად მიირთვით!