ტორტი ესკიმო:ძალიან გემრიელი და ნაზი

1902

ეს არის ძემი ფავორიტი ტორტი.

განუმეორებელი ტორტი საუკეთესო გემოთი და რბილი სტრუქტურით.

ტორტის გემო უმალვე გაგახსენებთ ბავშვობის საყვარელ ნაყინს “ესკიმო”.

ინგრედიენტები

ბისკვიტისთვის

  • ხორბლის ფქვილი 130გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 180გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • წყალი 100მლ

კრემისთვის

  • ხორბლის ფქვილი 3 სუფრის კოვზი
  • შაქარი 60გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შედედებული რძე 1/2 ჭიქა
  • რძე 250მლ
  • კარაქი 180გ
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი

დასანამად

  • შაქრის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი
  • რძე 130მლ

მინანქრისთვის

  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • რძე 7 სუფრის კოვზი
  • კარაქი 50გ

მომზადება

თავდაპირველად მოვამზადოთ ბისკვიტი 

1.განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილას დაუმატეთ ნახევარი შაქარი.

2.ათქვიფეთ მიქსერით აქაფებამდე.

3.ცალკე ჯამში მოათავსეთ დარჩენილი შაქარი და კვერცხის გული.

4.მიქსერით ათქვიფეთ და დაუმატეთ წყალი, აქციეთ ერთგვაროვან მასად.

5.ცილის მასას დაუმატეთ გულის მასა, ფრთხილად მოურიეთ, ზემოდან ქვემოთ.

6.ზემოდან ნელ-ნელა მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ.

7.პროცესში დაუმატეთ გამაფხვიერებელი და კაკაო.

8.მოზილეთ ცომი.

9.გამოაცხობი ფორმა (მე ვიყენებ 22სმ დიამეტრის მქონე ფორმას) ამოფინეთ პერგამენტით.

10.ცომი ჩაასხით ფორმაში და თანაბრად გადაანაწილეთ.

11.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

12.მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით.

ამასობაში მოვამზადოთ კრემი

13.ქვაბში ჩატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ შაქარი.

14.შემდეგ ჩაასხით შედედებული რძე და ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.

15.დაუმატეთ ვანილი, ფქვილი, მოურიეთ და ჩაასხით რძე.

16.ქვაბი მოათავსეთ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ შესქელებამდე.

17.გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ.

18.დარბილებური კარაქი ათქვიფეთ მიქსერით ამოფუებამდე.

19.გაგრილებული კრემი ნელ-ნელა დაუმატეთ კარაქს და კარგად ათქვიფეთ.

ავაწყოთ ტორტი

20.ბისკვიტი გადმოიტანეთ ფორმიდან და გაყავით ორად.

21.ერთი ნაწილი მოათავსეთ ფართე თეფშზე.

22.შაქრის ფხვნილი დაუმატეთ რძეს და ამ სიტხით დანამეთ კორჟი.

23.კორჟს თანაბრად წაუსვით კრემი.

24.მეორე კორჟიც დანამეთ, მოათავსეთ პირველზე და წაუსვით კრემი.

25.ტორტი მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.

26.ამასობაში მოვამზადოთ მინანქარი.

27.ქვაბში მოათავსეთ კაკაო და შაქარი.

28.მოურიეთ და დაუმატეთ რძე.

29.კარგად მოურიეთ და დაუმატეთ კარაქი.

30.ქვაბი მოათავსეთ ცეცხზე და განუწყვეტლივ ურიეთ შესქელებამდე.

31.თანაბრად მოასხით ტორტს მინანქრი.

32.ტორტი ისევ მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათი.

გემრიელად მიირთვით!