ტორტი “დღე და ღამე” ბავშვობის უგემრიელესი გემო

1847

ტორტი “დღე და ღამე” – ეს ის ტკბილეულია, რომელიც ტკბილ მოგონებად გვექცა. ეს დესერტი აუცილებლად დაგაბრუნებთ ბავშვობაში…

ინგრედიენტები:

  • კარაქი – 200 გრამი
  • კვერცხი – 5 ცალი
  • დანაყილი შაქრის ფხვნილი – 2½ ჩაის ჭიქა
  • რძე – 1 ჩაის ჭიქა
  • პურის ფქვილი – ½ კილოგრამი
  • კაკაო – 2 სუფრის კოვზი
  • ერბო -ყალიბის წასასმელად
  • სოდა – 1 ჩაის კოვზი

მომზადების წესი:

  1. კარაქი კარგად გათქვიფეთ, მერე 5 კვერცხის გული სათითაოდ მიუმატეთ და თან ურიეთ, ჩაყარეთ 1½ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ჩაასხით შიგ ოდნავ თბილი რძე, ჩაუმატეთ სოდა, პურის ფქვილიდა აურიეთ.
  2. ამ მასალიდან გადაიღეთ 3 სუფრის კოვზი და შიგ აურიეთ 2 სუფრის კოვზი კაკაო და 3/4 ჩაის ჭიქა დანაყილი შაქრის ფხვნილი.
  3. ყალიბს წაუსვით ერბო,ზედ დაასხით 1 კოვზი თეთრი მასალა, მეორე კი მუქი, მერე ისევ თეთრი და ასე მოიქეცით, სანამ მუქი მასალა არ გამოგელევათ.
  4. ზემოდან დაასხით სულ თეთრი მასალა და შედგით ღუმელში.
  5. როცა გამოცხვება, ამოიღეთ ყალიბიდან და მოაყარეთ დანაყილი შაქრის ფხვნილი, ან სურვილისამებრ წაუსვით თქვენთვის სასურველი კრემი. ასე კიდევ უფრო იდეალური დესერტი გამოგივათ!