ტკბილი წიწაკის ტოლმა კეცზე – მარტივი და გემრიელი რეცეპტი

2642

ტკბილი წიწაკის ტოლმა გაცილებით ძალიან სასარგებლო კერძია. მემარხულეებს შეუძლიათ ტრადიციული ტოლმა ამ შესანიშნავი კერძით ჩაანაცვლონ. ამ კერძის ინგრედიენტები წელიწადის ნებისმიერ დროს მოიპოვება, ასე რომ მისი მომზადებაც არ შეგიქმნით არანაირ პრობლემას.

ინგრედიენტები:

  •  6 ცალი მოზრდილი ტკბილი წიწაკა
  • 1-2 ცალი სტაფილო
  • 1 პატარა ყაბაყი
  • 1,5 ჭიქა მოხარშული ბრინჯი
  • 1 ს.კ. ტომატპასტა
  • 3 ცალი მოზრდილი, მწიფე პამიდორი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კონა რეჰანი
  • 1 კონა ქინძი
  • ზეთი-მოსაშუშად
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ 1 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ყაბაყიდა ვშუშოთ დარბილებამდე. ბოსტნეულს დავუმატოთ ტომატპასტა, ბრინჯი, მარილი, წიწაკა, ამოვურიოთ და შევაგრილოთ. გულსართით დავტენოთ გულამოცლილი წიწაკები.
  2. პამიდორი გავფცქვნათ და დავჭყლიტოთ, დავუმატოთ ნიორი, რეჰანი, მარილი, წიწაკა და წამოვადუღოთ. სოუსი ჩავასხათ ღრმა კეცში, ჩავაწყოთ წიწაკები და გამოვაცხოთ 200-220 გრადუსზე, სანამ დაიბრაწება. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.