ტკბილეული უმარტივესი ინგრედიენტებით

1132

ამ საოცარი დესერტის მოსამზადებლად, რომელიც ძალიან უხდება ჩაის, დაგჭირდებათ უმარტივესი ინგრედიენტები.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა~
  • რძე 1 ჭიქა
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • სახამებელი 3 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • მცენარეული ზეთი 1 ჭიქა

ჭიქა = 200მლ

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი.
  2. დაუმატეთ შაქარი და ხელის სათქვეფით ათქვიფეთ.
  3. ჩაასხით რძე, მოურიეთ და დაუმატეთ სახამებელი (მე ვიყენებ სიმინდის სახმებელს).
  4. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი.
  5. კარგად მოურიეთ, რათა მასა გამოვიდეს ერთგვაროვანი.
  6. ტაფა დადგით ცეცხლზე და დაასხით მცენარეული ზეთი (უმჯობესია არომატის გრეშე).
  7. საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა.
  8. პიურეს საჭყლეტი მოათავსეთ ცხელ ზეთში 15-20 წამი.
  9. შემდეგ ჩააწეთ ცომში, 3-4 წამი და ისევ მოათავსეთ ზეთში.

10.უნდა გამოგივიდეთ საშუალო სისქის ბლინი.

11.შეწვით ორივე მხრიდან.

12.მზა ბლინები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

13.მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!