ტარხუნა, ლიმონი და კიტრი: ყველაფერი დაჭერით და ქილაში ჩაყარეთ

971

არ იცით, ზაფხულის მცხუნვარე დღეებში წყურვილი როგორ მოიკლათ? მგონი, თქვენთვის იდეალური ვარიანტი ვიპოვეთ. თქვენს წინაშეა გამაგრილებელი ტარხუნას ლიმონათი. ბავშვობიდან ნაცნობი მწვანე სასმელი შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოამზადოთ.

რა თქმა უნდა, ასეთი ლიმონათი მაღაზიებში იყიდება, მაგრამ სასმელის ხარისხი საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს. სწორედ ამიტომ, „ტარხუნას“ ნატურალურ ვარიანტს გთავაზობთ. ის ძალიან მარტივად მზადდება. პირველ რიგში, შაქრის სიროფი მოამზადეთ. მეორეც, ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ და ძალიან ცივ, გაზიან სასმელს აურიეთ. გამაგრილებელი ტარხუნას ლიმონათი საღებავების და კონსერვანტების გარეშე მზადდება!

ინგრედიენტები:

  • 250 მლ წყალი
  • 100 გრ შაქარი
  • 1 კონა ტარხუნა
  • 2 ლიმონი
  • 1 კიტრი
  • 1 ლ გაზიანი წყალი

მომზადება:

1. ჩვეულებრივი წყალი ძალიან გააცხელეთ. მასში შაქარი გახსენით და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

2. ბლენდერში 2/3 კიტრი, ტარხუნა, 1 ლიმონის ცედრა, 2 ლიმონის წვენი და მიღებული შაქრის სიროფი დააბლენდერეთ.

3. სითხე გაწურეთ და ცივ გაზიან წყალს აურიეთ. მზა ლიმონათი დარჩენილი კიტრით მორთეთ.

ტარხუნას ლიმონათი მზადაა. ზაფხულში ამაზე უკეთეს სასმელს ვერ მოიფიქრებთ. თუ გსურთ, ლიმონათში ცოტა პიტნა დაამატეთ. ის სასმელს უფრო გააგრილებს. გემრიელად მიირთვით!