ტარტი ცივი შოკოლადითა და მაკადამიათი – ამ დესერტს, შოკოლადის მოყვარულები სათანადოდ შეაფასებენ

1282

ამ ბისკვიტს სათანადოდ შეაფასებენ შოკოლადის მოყვარულები. განსაკუთრებით გემრიელია ცოცხალ კენკრასა და ათქვეფილ ნაღებთან ერთად. მოდით, ნუღარ დავკარგავთ დროს და შევუდგეთ უგემრიელესი ტარტის მომზადებას.

ინგრედიენტები: 

  • ფირფიტა
  • 3 ჭიქა (300 გ ) დაფხვნილი კრეკერი ან ნახევრად ტკბილი ბისკვიტი
  • 180 გ მარილიანი, დარბილებული კარაქი

გულსართი: 

  • 300 გ მსხვილად დაჭრილი შავი შოკოლადი
  • 375 გ ხაჭო
  • 150 გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1 ჭიქა (200 გ ) მსხვილად დაჭრილი მაკადამია – ავსტრალიური თხილი
  • 600 მლ მაღალკალორიული (ორმაგი) ნაღები

ულუფა: 8

მომზადება: 45 წუთი +4-6 საათი გასაყინად

ცხობა: 5 წუთი

მომზადების წესი:

  1. ფირფიტა. ცოტაოდენი კარაქი წაუსვით 28 სმ დიამეტრის ფორმას, მოსახსნელი ძირით.
  2. ჯამში ჩაყარეთ დაფხვნილი კრეკერი ან ბისკვიტი და კარაქს შეურიეთ. ეს მასა მოათავსეთ ფორმაში და კარგად დატკეპნეთ ძირსა და გვერდებზე.
  3. გულსართი. შოკოლადი მდუღარე წყლის აბაზანაზე გაადნეთ. ცეცხლიდან გადადგით და გააგრილეთ.
  4. შოკოლადი, ნაღებიანი ხაჭო, შაქრის ფხვნილი და ვანილი მოზრდილ ჯამში ათქვიფეთ მიქსერით, საშუალო სიჩქარეზე. დაუმატეთ თხილი.
  5. ნაღები ათქვიფეთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე, ისე რომ, შესქელდეს. მიღებული მასის დაახლოებით ერთი მეოთხედი კოვზით ჩაუმატეთ შოკოლადს. შეურიეთ და დარჩენილი ათქვეფილი ნაღები დაამატეთ.
  6. გულსართი კოვზით მოათავსეთ გამომცხვარ ფირფიტაში. ფოლგა დააფარეთ და 4-6 საათის განმავლობაში გაყინეთ.
  7. ფორმას გვერდები და ძირი ფრთხილად მოხსენით და სუფრასთან მიტანამდე 5 წუთით ოთახის ტემპერატურაზე დააყოვნეთ.

ამ ტარტს სათანადოდ შეაფასებენ შოკოლადის მოყვარულები. განსაკუთრებით უხდება ცოცხალი კენკრა და ათქვეფილი ნაღები.

გემრიელად მიირთვით!