სწრაფი პიცა ტაფაზე 20 წუთში

1111

პიცა ყველას უყვარს, მაგრამ ცომის მოზელვა შემდეგ მისი გამოცხობა და წვალება ხშირად გვეზარება.

ამიტომაც დღეს ჩვენ მარტივად მოვამზადებთ პიცას ტაფაზე 20 წუთში.

ინგრედიენტები

  • არაჟანი 100მლ
  • კეფირი 100მლ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • სანელებლები გემოვნებით
  • ძეხვი 150გ
  • პომიდორი ჩერი 5 ცალი
  • სტაფილო კორეულად 70გ
  • ყველი 150გ

მომზადება

  1. მოვამზადოთ შიგთავსი: დაჭერით პომიდორი მრგვლად, ხოლო ძეხი წვრილად.
  2. წვრილად დაჭერით სტაფილო. ყველა პროდუქტი მოათავსეთ ჯამში და მოურიეთ.
  3. არაჟანს დაუმატეთ კეფილი და სოდა. დაელოდეთ რამდენიმე წუთი.
  4. დაუმატეთ სანელებლები და გული. ათქვიფეთ მასა ჩანგლით. ფრთხილად დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. ცომი უნდა გამოგივიდეთ არაჟნსი მსგავსი.
  5. ტაფას წაუსვით ზეთი და დაასხით ცომი. მოათავსეთ შიგთავსი და მოაყარეთ ყველი.
  6. ტაფას დააფარეთ თავზე და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე.
  7. პიცის მომზადებას 7-10 წუთი უნდა, გადმოიტანეც ცეცხლიდან და თავდახურუ მდგომარეობაში დატოვეთ რამდენიმე წუთი.

გემრიელად მიირთვით!