სწრაფი, ნოყიერი და ლამაზი ვახშამი: პიცის მომზადების ყველაზე განსხვავებული რეცეპტი.

1492

ყველაზე მეტად ეს რეცეპტი მათ მოეწონებათ, ვისაც გემრიელი ჭამა უყვარს, მაგრამ მზადება – ნაკლებად. ამ პიცის მომზადებას ბავშვიც კი შეძლებს, მით უმეტეს, რომ გასტრონომია გასწავლით, როგორ გააკეთოთ ის გემრიელთან ერთად ლამაზიც.

საჭირო მასალა

  • ნაღების ყველი 150 გ
  • კამა 15 გ
  • პიცის ცომი 500 გ
  • ნაღები 50 მლ
  • ჩრდილოეთის ორაგული 120 გრ

მომზადების წესი:

  1. ნაღების ყველი („ფილადელფია“ ან მასკარპონე) შეურიეთ ნაღებს და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა.
  2. ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ზემოდან დააფინეთ პიცის ცომი (დაახლოებით 0,5 სმ-ზე გაბრტყელებული).
  3. ზემოდან წაუსვით ნაღების ყველის მასა და დაალაგეთ თევზის ფილეს ნაჭრები.
  4. გადაახვიეთ ცომი რულეტად და გაჭერით სიგრძეზე ორ ნაწილად.
  5. დაწენით მიღებული ცომის ნაჭრები და შეკარით წრედ.
  6. ოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

  • საკვანძო სიტყვები
  • პიცა