სუპერფაფუკი ბისკვიტი, რომელიც ღუმელის გარეშე ცხვება. პირველად რომ გავიგე, ყურებს არ დავუჯერე

3390

ჩვენ ყველანი მიჩვეული ვართ, რომ ბისკვიტი ღუმელში ცხვება. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გარკვეულ კულინარიულ ცოდნას და დროს მოითხოვს. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი საოცარი საიდუმლო, რომელსაც დღეს სიამოვნებით გაგიზიარებთ.

სინამდვილეში, ბისკვიტის გამოცხობა ქვაბში, გაზქურაზე შეიძლება. დიდი ძალისხმევა და დაკვირვება არ დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 6 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს.კ. ზეთი

მომზადება

  1. ათქვიფეთ ცილა და შაქარი კარგად, დაუმატეთ ნელ-ნელა კვერცხის გული, შემდეგ გაცრილი ფქვილი.
  2. აიღეთ დიდი ემალირებული ქვაბი, წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი.
  3. მყარად დააფარეთ ქვაბს სამზარეულოს პირსახოცით შემოხვეული თავსახური, რომელიც ნესტს შეისრუტავს.
  4. ბისკვიტი დაახლოებით 1 საათი ცხვება. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღერით.

სანამ საქმეებით იქნებით დაკავებული, ნაზი და ფაფუკი ბისკვიტი გამოცხვება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!