სპაგეტი მოლუსკებით – ყველაზე სასარგებლო და მარტივი კერძი

1457

ამ რეცეპტით კერძის მომზადებისას შეგიძლიათ ზღვის ნობათი გამოიყენოთ როგორც ცოცხალი, ისე გაყინული. გაყინული კარგად გაალღვეთ, ვიდრე კერძისთვის გამოიყენებთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ სპაგეტი
  • 1 სტაფილო
  • 1 კონა ოხრახუში
  • 3 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 350 გ მოლუსკი
  • მარილი
  • ჯავზი

ჯავზი 

ჯავზი, მუსკატის კაკალი  – ძალიან არომატული სანელებელია, რომელიც წარმოადგენს მუსკატის ხის მშრალი ნაყოფის ფხვნილს. გააჩნია ძლიერი, სასიამოვნო არომატი და ცხარე გემო. გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, განსაკუთრებით კულიჩებისა და თაფლაკვერების გამოსაცხობად, აგრეთვე უმატებენ კომპოტებსა და მურაბებს. ჯავზის ფხვნილი შედის სოუს “ბუშამელის” კლასიკური რეცეპტის შემადგენლობაში. ჯავზი ინახება მთლიანი კაკლების სახით და მხოლოდ გამოყენების წინ ფხეკენ ბასრი დანით ან ხეხავენ წვრილ სახეხზე.

მომზადების წესი:

სპაგეტი დიდ ქვაბში ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ. ერთმანეთში აურიეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ოხრახუში და ნიორი. ბოსტნეულს დაასხით ზეთი, ცოტა სპაგეტის ნახარში წყალი და პატარა ქვაბით დაბალ ცეცხლზე შემოდგით. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ მოკუსკები, მარილი, ჯავზი და ცეცხლზე კიდევ 5 წუთს გააჩერეთ. მზა სპაგეტი მოათავსეთ ბოსტნეულსა და მოლუსკებთან ერთად და 1-2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.