სპაგეტის მომზადების საუკეთესო რეცეპტი: სწრაფი, მადისაღმძვრელი და წარმოუდგენლად გემრიელი

3569

პირადად მე ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო. და როგორც კულინარიული საიტის რედაქტორი, ხშირად ვაზიარებ ამ მზიანი ქვეყნის შეფ-მზარეულებისა და უბრალო დიასახლისების საუკეთესო რეცეპტებს. იტალიაში ხალხმა იცის ცხოვრებით ტკბობა, კარგად ისვენებენ, დიდ დროს ატარებენ ოჯახთან და გემრიელ საკვებს მიირთმევენ. სიამოვნებითაც ამზადებენ და ცდილობენ, ამას დიდი დრო არ დაუთმონ.

ამიტომ იტალიური რეცეპტები უმეტესწილად მარტივია, მზა კერძები წარმოუდგენლად გემრიელი. ასეთ კერძებს გურმანების საკვებს დავარქმევდი. აქ ხომ პროდუქტებისა და სუნელების შეხამების ვირტუოზული ცოდნაცაა. შეხედეთ დღევანდელ რეცეპტს: უბრალო სპაგეტი ზეითუნის ზეთით. რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი და მომზადების წესი ამ კერძს შეუდარებელს ხდის.

ინგრედიენტები

  •  100 გრ სპაგეტი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ც ბაზილიკი
  • 0,25 ჩ.კ. როზმარინი
  • 1 სალბი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 30 გრ კარაქი
  • პარმეზანი გემოვნებით
  • წიწაკა ჩილი, შავი პილპილი გემოვნებით
  • საფანელი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ მაკარონის ნაწარმი შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.
  2. ოდნავ გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ დაჭყლეტილი ნივრის კბილი, შემდეგ სალბისა და როზმარინის ტოტები.
  3. დაამატეთ დაჭრილი წიწაკა ჩილი და ბაზილიკი, კარგად მოურიეთ.
  4. მოაცილეთ როზმარინი და სალბი, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, მოურიეთ.
  5. 1 წუთი დაამატეთ მზა სპაგეტი, კარგად მოურიეთ და დააასხით 2 ს.კ. წყალი. მოაცილეთ ნიორი. დაამატეთ კარაქი, დაფქული პილპილი და ცოტაოდენი წყალი, პასტა მშრალი რომ არ გამოვიდეს.
  6. გადმოიღეთ მზა პასტა თეფშზე, მოაყარეთ ერთმანეთში არეული გახეხილი პარმეზანი და საფანელი.

დახვეწეთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები მარტივ რეცეპტებზე, მაგრამ გააკეთეთ ეს გემოვნებიანად! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!