სოსისები ფენოვან ცომში. შვილმა მითხრა, რომ ეს ნამდვილი შედევრია

2763

ეს რეცეპტი დიეტური ნამდვილად არ არის, მაგრამ დიდი შანსია, თქვენი ოჯახის საყვარელი ხემსი გახდეს. სოსისები ცომში შესანიშნავი ვარიანტია მეგობრების შეკრებისას, როცა სწრაფად უნდა მოამზადო რაიმე გემრიელი.

გემოს გასამდიდრებლად, სანამ ცომზე სოსისს მოათავსებთ, წაუსვით ცომს ტომატის სოუსი, მოაყარეთ იტალიური სუნელები. ტომატის სოუსის ნაცვლად შეგიძლიათ მდოგვიც გამოიყენოთ, უფრო პიკანტურ გემოს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 600 გრ რძიანი სოსისები
  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 1 კვერცხის გული

მომზადება

1. გაალღვეთ ცომი, გააბრტყელეთ 0,3-0,5 სმ სისქეზე, დაჭერით სოსისის სიგრძის მართკუთხედებად. დაახვიეთ რულეტებად ერთ ფენად. ყოველი რულეტი დაჭირით 2-3 სმ სისქის ნაჭრებად.

2. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე. დაალაგეთ ნაწარმი, წაუსვით ათქვეფილი კვვერცხის გული. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

შესანიშნავი ხემსის მთელი მთა მზადაა. დარწმუნებული ვართ, შინაურებს ძალიან მოეწონებათ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!