სომხური მწვადის ახალი ექსკლუზიური რეცეპტი ორი ერთში: უფრო წვნიანი წარმოუდგენელია

2305

უქმე დღეს თან თუ კარგი ამიდი დაემთხვა, გირჩევთ ბაზარში შეიძინოთ ბეკონი, კარტოფილი და გაემართოთ პიკნიკზე ქალაქგარეთ. თანაც, ხორცის დამარინადებას დიდი დრო არ სჭირდება და შესანიშნავ მწვადს სწრაფად მოამზადებთ. მოიმარაგეთ შამფურები და კარგი განწყობა!

სოუსისთვის ზუსტ პროპორციებს ვერ მოგაწვდით, საკუთარ გემოვნებას ენდეთ და ეცადეთ ნაზავი ძალიან სქელიც არ გამოვიდეს. აუცილებლად დააგემოვნეთ ამგვარად მომზადებული კარტოფილი ბეკონში და ეს კერძი პირველივე ლუკმიდან შეგიყვარდებათ.

ინგრედიენტები

  • 2 კგ ბეკონი
  • 10 ც კარტოფილი
  • 2 ც ხახვი
  • ბროწეულის მარცვლები გემოვნებით
  • 1 ც ლიმონი
  • წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ბეკონი და დაჭერით 1 სმ სისქეზე თხლად. გათალეთ და გაჭერით კარტოფილები შუაზე. შემოახვიეთ სათითაოდ ბეკონი და წამოაცვით შამფურზე.

2. სანამ კარტოფილი და ბეკონი შამფურზეა, ჩაჭერით კარტოფილები.

3. მოამზადეთ სოუსი: შეურიეთ ზეთი, წიწაკა, 1 ლიმონის წვენი, მარილი. (შეგიძლიათ დაამატოთ სუნელები გემოვნებით).

4. შუა მომზადებისას წაუსვით სოუსი კარტოფილსა და ბეკონს.

5. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ხახვი, მწვანილი და ბროწეულის მარცვლები გემოვნებით.

გაახვიეთ მწვადი თხელ ლავაშში და გემრიელად მიირთვით! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობებს!