სოკოს რულეტი ,,მწვანე” – იდეალური კერძი, რომელიც მუდამ მაგიდაზე უნდა იყოს

1264

ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. პრობლემა იმაშია, რომ უმეტესობამ არ იცის როგორ მოამზადოს ის სწორად და მიაჩნიათ, რომ ბროკოლი ძალიან უგემურია. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ამ უკანასკნელთა შორის არ ხართ. ჩვენ მოგიყვებით როგორ უნდა მოამზადოთ ბროკოლი სწორად და გემრიელად. ეს არ არის სალათი, ეს არის წარმოუდგენლად გემრიელი რულეტი.

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ მწვანე ბოსტნეული შეიძლება მხოლოდ შიგთავსის სახით გამოვიყენოთ, მაგრამ არა, მისით ცომის მომზადება შეგიძლიათ.

მასალები:

  • ბროკოლი – 300 გ
  • კვერცხის – 4 ცალი.
  • ხორბლის ფქვილი – 3.5 ს.კ.
  • საცხობი პუდრი – 0,5 ჩ.კ.
  • სოკო შამპინიონი – 400 გ
  • ყველი ,,ფილადელფია” – 100 გ
  • არაჟანი – 1 ს.კ.
  • ხახვი – 1 ცალი
  • ყველი – 70 გ
  • კარაქი – 1 ჩ.კ.
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:   
1. მოხარშეთ ბროკოლი 5-7 წუთით. გადაღვარეთ მდუღარე წყალი. გახეხეთ ან დააბლენდერეთ ბროკოლი. დაუმატეთ კვერცხი, მარილი და ფქვილი. დააბლენდერეთ ისევ.

2. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. შედგით გამოსაცხობათ 20 წუთით.

3. დააბლენდერეთ სოკო და ხახვი მანამ, სანამ არ გათხელდება. დაამატეთ მარილი და პილპილი. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ყველი და არაჟანი. შემდეგ ისევ დააბლენდერეთ.

4. გამომცხვარ მასაში მოათავსეთ დაბლენდერებული პროდუქტები და განათავსეთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ და მრგვლად დაჭერით. მიირთვით გემრიელად.

თუ დიდი ხანია აღარ იცით რა მოამზადოთ, სწორედ ბროკოლია შესაფერისი სადღესასწაულო იდეა. ეს სრულფასოვანი და უგემრიელესი კერძია. გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს.