სოკოს ნამცხვარი ელვისებური სისწრაფით

949

ამ ნამცხვრის მომზადება უმარტივესია.

ინგრედიენტები

  • ფენოვანი ცომი 1 შეკვრა (500გ)
  • ინდაურის ფარში 350გ
  • ქამა სოკო 350გ
  • ხახვი 1 ცალი
  • კარაქი 60გ
  • მაიონეზი 60გ
  • კვერცხის ცილა 1 ცალი
  • მარილი 5ფ
  • დაფქული წიწაკა 1გ
  • მარგარინი 30გ
  • ფქვილი 10გ

მომზადება

  1. კარაქში შეწვით დაჭრილი სოკო და ხახვი 5 წუთის განმავლობაში.
  2. დაუმატეთ მაიონეზი, მარილი, წიწაკა და მოურიეთ. ცეცხლზე დატოვეთ კიდევ 3 წუთი.
  3. ცალკე შეწვით ფრინველის ფარში ხახვთან ერთად.
  4. სოკოს დაუმატეთ ფარში და მიიღებთ ბრწყინვალე შიგთავსს.
  5. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით მარგარინი და მოაყარეთ ფქვილი.
  6. მოათავსეთ ცომი ისე, რომ გადმოდიოდეს გვერდებიდან.
  7. შემწვარი შიგთასვი გადაანაწილეთ ცომზე.
  8. წაუსვით ცილა.
  9. გამოაცხვეთ 35 წუთი 190 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!