სიმართლე, რომელსაც ფერმერები არ ასაჯაროებენ. რა საფრთხეს შეიცავს ქათმის ფილე და როგორ დავიცვათ თავი

3068

ქათმის მკერდი, ქათმის თეთრი ხორცი – ერთი და იგივე პროდუქტის 2 დასახელება, რომელიც ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონის განუყოფელ ნაწილად იქცა.

რამ განაპირობა ამ პროდუქტის პოპულარობა? გარდა იმისა, რომ ქათმის მკერდისგან სხვადასხვა უგემრიელესი კერძების მომზადებაა შესაძლებელი, ის გამოირჩევა დაბალი კალორიულობითა და სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების საკმაოდ დიდი შემცველობით. დღესდღეობით ინტერნეტ სივრცე სავსეა სტატიებით, თუ რამდენად სასარგებლოა მოცემული პროდუქტი მთელი ორგანიზმისთვის, თუმცა არავინ საუბრობს მის მინუსებზე და უარყოფით მხარეებზე.

დიეტური ქათმის მკერდი

100 გრამი ქათმის თეთრი ხორცი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი ცილებს (23,6 გრამი), ხოლო ცხიმებს – პირიქით, მინიმალური რაოდენობით (100 გრამ პროდუქტში 1,1 გრამი). რაც შეეხება ნახშირწყლებს, რომელთაც ყველაზე საზიანო გავლენა აქვს ჩვენს ფიგურაზე, მოცემულ პროდუქტში მისი შემცველობა იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ნულს უტოლდება (100 გრამში – 0,2 გრამი). გარდა ყოველივე ჩამოთვლილისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქათმის მკერდი ხელმისაწვდომი პროდუქტია და მისგან მინიმალურ დროში საოცრად გემრიელი და არომატული კერძების მომზადებაა შესაძლებელი.

სწორედ მისი დაბალკალორიულობის გამო, ქათმის მკერდი ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ცილების მიღების ყველაზე სანდო და დიდი ბუნებრივი წყაროა. განსაკუთრებით ეს ეხებათ ადამიანებს, რომელთაც გაცხიმოვნება და ჭარბი წონა აწუხებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქათმის მკერდში ქოლესტერინის შემცველობა ძალიან დაბალია და დიეტოლოგები ყოველთვის უწევენ ამ პროდუქტს რეკომენდაციას იმ პაციენტებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აწუხებთ.

ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტსაც, რომ ქათმის ფილე ისეთი ცნობილი და შედეგიანი დიეტების განუყოფელი ნაწილია, როგორიცაა: ატკინსისა და დუკანის დიეტა.

საოცარია, თუ რამდენად დიდი სარგებელი მოაქვს ერთ პროდუქტს მთელი ორგანიზმისთვის, არა? სამწუხაროდ, ეს მხოლოდ თეორიაა, რეალობა კი ცოტათი განსხვავდება მისგან. გიფიქრიათ, თუ რატომ არის დღესდღეობით ქათმის ხორცი ბიუჯეტურად ხელმისაწვდომი პროდუქტი უმრავლესობისთვის? რაც არ უდნა სამწუხარო იყოს ეს ფაქტი, ქათმის იაფი ხორცი ხორცის ერთ-ერთი ყველაზე “ბინძური” სახეობაა. თუ საკუთარი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, განაგრძეთ სტატიის კითხვა. ჩვენ მოგიყვებით სიმართლეს ქარხნებში გაზრდილი ქათმებისა და მათი იაფი, ხელმისაწვდომი ხორცის შესახებ.

ფარული საფრთხეები, რომელთაც ქათმის ხორცი შეიცავს

იმისათვის, რომ ქათმის ხორცის ფასი შემცირდეს, მწარმოებელი ქარხნები ცდილობენ თავიანთი დანახარჯების მინიმუმამდე შემცირებას და იყენებენ სპეციალურ დანამატებებსა და სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აჩქარებს ფრინველის ზრდის პროცესს. სამწუხაროდ, როდესაც საუბარი საკმაოდ დიდ ფულზე მიდის, ჩვენი, მომხმარებლის ინტერესებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას არავინ ითვალისწინებს.

ნორმალურ პირობებში, ქათმის ზრდისთვის საჭირო დრო დაახლოებით 4-დან 6 თვემდეა, თუმცა მოხერხებული მწარმოებლები ფერმებზე სპეციალური ფერმენტებისა და ზრდის ჰორმონების გამოყენებით ამ შედეგს 5-დან 7 კვირამდე ვადაში აღწევენ. საუბარია ქალის ჰორმონზე, ესტროგენზე, რომელიც თანამედროვე ფერმების უმრავლესობაში აქტიურად გამოიყენება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ესტროგენის მაღალ კონცენტრაციას შეუძლია ქალბატონებში განაპირობოს მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ხოლო მამაკაცებში – უნაყოფობა.

გარდა ჰორმონების გამოყენებისა, ფრინველების გაზრდისას აქტიურად გამოიყენება ანტიბიოტიკები, რადგან ერთმა დაავადებულმა ქათამმა ფერმერები შეიძლება ფრინველების სულ ამოწყვეტამდე მიიყვანოს.

პირველ რიგში, ასეთი ხორცის ხშირმა მოხმარებამ ადამიანი შეიძლება მიიყვანოს ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევამდე. მეორე რიგში, ალერგიულ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ სხვადასხვა მწვავე რეაქციები. ნამდვილი საშინელებაა, არა? ამაზე კიდევ უფრო შემაძრწუნებელი და დამთრგუნავია ფაქტი, რომ ქათმის ხორცი – ყველაზე გავრცელებული გზაა ორგანიზმში არაცნობიერულად ანტიბიოტიკების მიკროდოზის მოსახვედრად. აქვე შევეცდები განგიმარტოთ, თუ რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს ამ ფაქტმა. მაგალითად, თუ ფილტვების ანთება შეგვაწუხებს, ის ანტიბიოტიკები სრულიად უძლური იქნება პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელთაც პერიოდულად ქათმის ხორცისგან ვიღებდით.

როგორ შევარჩიოთ ქათმის ფილე სწორად, რათა არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა?

როგორც თავად მიხვდებოდით, მხოლოდ ლამაზი შეფუთვა სულაც არ წარმოადგენს ხარისხის გარანტიას. როდესაც ქათმის ფილეს შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული ფაქტორები და კარგად დააკვირდეთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებსაც კი.

1. შეფუთვა

გაბერილი შეფუთვა – უხარისხო, “ბინძური” ხორცის პირველი უტხუარი ნიშანი.

2. ფერი

ხორცი აუცილებლად უნდა იყოს ვარდისფერი და არავითარ შემთხვევაში – ყვითელი. ეს ეხება არა მხოლოდ მაღაზიაში შეძენილ, არამედ სოფელში გაზრდილ ქათმის ხორცსაც კი. მოყვითალო შეფერილობა მოწმობს იმას, რომ პროდუქტის შენახვის ვადა იწურება.

3. ზომა

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც დიდი – სულაც არ ნიშნავს კარგს. მაღაზიის დახლებზე შეძენილი ქათმის დაფასოებული ფილეს უმრავლესობა 300 გრამზე მეტს იწონის, რაც მოწმობს სწორედ იმ ფაქტს, რომ ფრინველი ფერმაში სხვადასხვა ხერხების გამოყენებით გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ბუნებრივად.

4. თეთრი ხაზები

თეთრი ფერის ხაზები ფილეზე განპირობებულია იმ ფაქტით, რომ სწრაფი ზრდის პირობებში ფრინველის ცხიმოვანი ქსოვილი არათანაბრად ვითარდებოდა. ასეთი ხორცი შეიცავს მავნე ცხიმებსა და დანამატებს და ის საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

აუცილებლად იხალმძღვენელეთ ამ ინფორმაციით, როდესაც მაღაზიაში არჩევანს ქათმის ფილეზე შეაჩერებთ, რა თქმა უნდა, თუ თქვენთვის ოჯახის წევრების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. გაითვალისწინეთ, მოცემული ინფორმაცია დაბეჭდილია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით და არა ხალხში პანიკის დასათესად. გახსოვდეთ, ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია! არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვისაც.

ჩვენი რედაქციის რჩევა: 

1. ნაწლავის ჩხირი იღუპება თერმული დამუშავებისას 60 გრადუსიდან ზევით.

2. ქათმის ფილესგან კერძის მომზადებამდე ჩაალბეთ ის წყალში, დატოვეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ აუცილებლად მოხარშეთ.

3. გირჩევთ, ყოველთვის გაიმეტოთ კანი გადასაგდებად. მართალია, დაბრაწული, ხრაშუნა კანი ძალზედ არომატული და გემრიელია, თუმცა სწორედ მასში გროვდება ყველაზე დიდი რაოდენობით ის ქიმიური ნივთიერებები, რომელთაც ფერმაში იყენებდნენ.

4. ყველა დიეტოლოგი უპირატესობას სწორედ ქათმის მკერდის ნაწილს ანიჭებს, რადგან მასში ყველაზე ნაკლები რაოდენობითაა კაპილარები, ხოლო პათოგენური ნივთიერებები ხორცში სწორედ სისხლიდან ხვდება.